მხატვრობა 1937 წლის ფრესკაზე ინდიელს ხელში უჭირავს ნივთი,რომელიც ძალიან წააგავს iPhone-ს 2017, 26 აგვისტო, 13:04 სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს უცნაური არტეფაქტი XX საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილ ფრესკაზე, ამის შესახებ იუწყება MotherBoard-ი.
საუბარია იტალიელი მხატვრის უმბერტო რომანის ნამუშავერზე "მისტერ პინჩონი და სპრიგფილდში დასახლება", დაკვირვებულმა ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ ნახატის მარჯვენა მხარეს ინდიელს ხელში უჭირავს ნივთი, რომელიც ძალიან წააგავს iPhone-ს. რა ჰქონდა ჩაფიქრებული მხატვარს უცნობია, ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ინდიელს სარკე, ლოცვების უსტარი ან სამართებელი უჭირავს. იტალიელი მხატვრის ფრესკა რეალურ სიუჟეტზეა დაფუძნებული, როდესაც 1630-იან წლებში ინგლისელი ახალმოსახლენი ებრძოდნენ აბორიგენ პოკუმტუკის და ნიპმუკის ინდიელთა ტომებს. სურათი გამოფენილა მასაჩუსეტის შტატის კაპიტოლიუმში. 150 4-ს მოსწონს 1-ს არა
|