ჯანმრთელი კვება როგორ შევამოწმოთ ახალია თუ არა საკვები პროდუქტები 2017, 25 აგვისტო, 11:29 კვერცხი
ახალი კვერცხი, თუკი მას წყლიან ჭიქაში ჩავდებთ, ფსკერზე გვერდულად დაწვება. ერთი კვირის კვერცხი წვეტიანი ბოლოთი ქვემოთ იქნება, ხოლო მეორე ბოლო ზემოთ აიწევს. 2–3 კვირის კვერცხი იგივე მდგომარეობაში შუა წყალში გაჩერდება. უვარგისი კვერცხი, რომლის ჭამა არ შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდება. შეიძინეთ მხოლოდ ახალი კვერცხი. მისი შენახვა მაცივარში აუცილებელი არ არის, ოთახის ტემპერატურაზეც კარგად ინახება. კარაქი კარაქის შემოწმება ძალიან მარტივია, თუ პატარა ნაჭერს ადუღებულ წყალს დავასხამთ ის მაშინვე მთლიანად გაიხსნება, ხოლო მარგარინი პატარა ნაწილებად დაიშლება. როცა ბაზარში კარაქს ყიდულობთ, მიაქციეთ ყურადღება მის ფერს – კარაქი არც ძალიან ყვითელი უნდა იყოს და არც ძალიან თეთრი. არაჟანი ზოგიერთი მწარმოებელი არაჟანს კრახმალს ურევს, ამის გამოცნობა იოდით ხდება. თუ იოდის დამატებით არაჟანი გალურჯდა ე. ი. კრახმალი ურევია. თუ კი არაჟანს მცენარეული ცხიმები ურევია, მაშინ არაჟნის ცხელ წყალში გახსნისას ისინი ზედაპირზე ამოტივდებიან თეთრი ლაქების სახით. რძე თუკი იოდის დამატებით რძე ცისფერი გახდება, მაშინ კრახმალი აქვს შერეული. წყალგარეულია თუ არა რძე ასე უნდა შევამოწმოთ: 1 წილი რძე 2 წილ სპირტს უნდა შევურიოთ, და ერთი წუთი ვანჯღრიოთ. შემდეგ თეფშზე დავასხათ, თუკი თეთრი ფერის ლაქები მაშინვე გაჩნდება რძე ხარისხიანია, თუ დიდი დაგვიანებით, ან საერთოდ არა, მაშინ რძე წყალგარეულია. თაფლი გახსენით თაფლი წყალში და დაუმატეთ ცოტა ძმარი. თუ ქაფი მოიგდო და შიშხინებს – თაფლში ცარცია შერეული. თუ თაფლს ქაღალდზე დავაწვეთებთ და მან გარშემო დიდი სველი კვალი დატოვა –ის წყალს შეიცავს. ღვინო კოვზ ღვინოს თუ ცოტაოდენ სოდას დავუმატებთ და მან ფერი შეიცვალა ღვინო ნატურალურია. თუ ფერი ზუსტად იგივე დარჩა ღვინო ფალსიფიცირებულია. ხარისხიან ღვინოს არ უნდა დაკრავდეს სპირტის გემო. 63 შეფასება არ არის
|