x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსი ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
image2014 წლის 16 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაიკარგა 25 წლის(ახლა უკვე 28-ის) ოლგა დემინა, მას შემდეგ გავიდა სამი წელი, მაგრამ მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, ერთადერთი ვისაც რაიმეს მოყოლა შეუძლია არის საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც ახლა "Матросская тишина"-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში ზის, მას ოფიციალურად უკვე წაუყენეს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდება.



გოგონას გვამს აქამდე ეძებენ პოლიციის აქტივისტები

image



ნაცნობობა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა


ოლგა კიროვში დაიბადა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავარა, წავიდა მოსკოვში და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, შემდეგ დიდი თეატრის ბალერინა გახდა, ითამაშა რამდენიმე დადგმაში, 2012 წელს საქმრო ჰყავდა და გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც საქართველოს მოქალაქე, 37 წლის მალხაზ ჯავოევი გაიცნო.ჯავოევი სუტინიორად მუშაობდა, აწყობდა საღამოებს და მდიდარ კლიენტებთან სიმპატიური ბალერინები მიჰყავდა.

image

ამავე წელს მალხაზი დაქორწინდა, ოლგა მის ქორწილშიც იყო და მეტიც, შემდეგ მალხაზის ფეხმძიმე ცოლი საკუთარი ავტომობილით დაჰყავდა ექიმთან კონსულტაციაზე.


ფოტოსურათებით შანტაჟი


2013 წლის დეკემბერში ოლიას გამოუგზავნეს ფოტოები, სადაც ის შიშველი, უხერხულ პოზებში იყო გადაღებული, დედას განუცხადა, რომ აშანტაჟებდნენ, თუმცა არ უთხრა ვინ, ემუქრებოდნენ, რომ თუ ფულს არ გადაიხდიდა, ფოტოები დიდი თეატრის ხელმძღვანელობასთან მოხვდებოდა.

გოგონამ ბანკიდან კრედიტით გამოიტანა 300 000 რუბლი, ოლიას ახლობლები ეჭვობდნენ, რომ მას მალხაზი აშანტაჟებდა..მოგვიანებით ოლიას შიშველი ფოტოები დიდ თეატრში არა, მაგრამ პორნოსაიტზე მაინც განთავსდა, სადაც მისი ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული.ოლგას თავის მოკვლა სურდა, თუმცა მალხაზმა გადაარჩინა.


თაღლითობა ბინით და გოგონას გაუჩინარება


მალხაზის ქორწილში ოლიამ გაიცნო ბიზნესმენი ალექსანადრე, მას ოლია შეყვარდა და ცოლობაც სთხოვა.


მალხაზმა ოლია დაარიგა დათანხმებოდა ქორწინებას, შემდეგ კი უნდა ეთქვა ბიზნესმენისთვის, რომ მშობლები ავად ჰყავს და ფული სჭირდება...თუმცა მოვლენები სხვა გზით განვითარდა.


ამ დროს ალექსანდრე მემკვიდრეობით დატოვებულ ორსართულიან სახლს ყიდიდა, აღებული თანხით კი დედისთვის და დისთვის ბინების ყიდვას აპირებდა, ოლგამ ალექსანდრეს სთხოვა მისთვის ერთ-ერთი ახლად ნაყიდი ბინა დროებით გადმოეფორმებინა, რადგან ბანკიდან მსხვილი სესხის აღება სურდა, სესხის აღების შემდეგ ბინის უკან გადაფორმებას დაპირდა, თუმცა მალევე ოლგამ ალექსანდრეს ცოლობაზე უარი უთხრა, ამის შემდეგ ბიზნესმენმა ბინის უკან დაბრუნება მოითხოვა.


2014 წლის მარტში(ალბათ მალხაზის დარიგებით)ოლგამ ალექსანდრე საუნაში წაიყვანა, გადაუღეს ვიდეო, ამის შემდეგ გოგონამ ალექსანადრე დააშანტაჟა, თუ ბინას უკან მოითხოვდა ვიდეოს ინტერნეტში განათავსებდა და ბიზნესმენის რეპუტაცია შეიბღალებოდა.(ალექსანდრემ მოგვიანებით პოლიციაში შეიტანა განცხადება)


ასე ჩაიგდეს ხელში ოლგამ და მალხაზმა ბინა, რომელიც უნდა გაეყიდათ და ფული შუაზე გაეყოთ, ამის შემდეგ 2014 წლის აგვისტოში ოლგა უკვალოდ გაქრა.


პოლიციამ მოგვიანებით ოლგას ქირით აღებული ავტომობილი ქუჩაში იპოვა, სადაც სისხლის კვალი აღმოაჩინეს.


საზღვარგარეთ გაქცევა


გოგონას დაკარგვის შემდეგ ოლგას დედამ უცნაური სმს-ი მიიღო"დედა, მე ევროპაში გავიქეცი და ნუღარ მომძებნი". სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ სმს-ი მალხაზმა გამოაგზავნა, რომელიც გერმანიაში გაიქცა და იქ ლტოლვილად ჩაბარდა.


2017 წლის მარტში მისი დეპორტაცია მოხდა რუსეთში, აჟამად მალხაზ ჯავოევი "Матросской тишине"-ის სატუსაღოში ზის და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.


გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 16 აგვისტოს საკუთარ ბინაში მოკლა.


ოლგა ოფიციალურად ისევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, რადგან ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი.ერთადერთი ისევ ჯავოევმა იცის უდიდესი ალბათობით, გოგონას აწ უკვე ცხედარი სადაა გადამალული.


image

imageიხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
126
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0