საზოგადოება დაგვეხმარება თუ არა რუსეთი 2017, 24 აგვისტო, 0:14 ჩვენთან გაურკვეველი მისამართიდან მოსულმა “ხანძარის ღმერთმა“ შეიწირა უდიდესი მსხვერპლი : ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე, სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ტყის საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკოლოგიის კუთხით წარმოიშვა დამატებითი რისკები.
ჩვენ არც ვიცით, ვერც გავიგებთ და არც გვევალება იმის დადგენა, ხანძარი რომელიმე მავნებელმა პოლიტიკურმა პარტიამ გააჩინა, რისი მიზანიც არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია, მის უუნარობაში საზოგადოების დარწმუნება და, შესაბამისად, შეცვლა უნდა იყოს ანუ დივერსია, ჩვენი ვერაგი ჩრდილოელი მეზობლის მორიგი ბოროტი ხრიკებია თუ მართლაც კლიმატური ცვლილებების მძიმე შედეგებს ვიმკით. ეს ჩვენი კი არა, გამოძიების საქმეა.ვერსიებს, თავისთავად, აქვთ არსებობის უფლება. ხელისუფლების ქმედებები რომ თავისთავად ზანტი და არაადეკვატური იყო, განცხადებები მით უმეტეს, ეს ყველამ დაინახა და გაიგონა, ვისაც სურდა, მაგრამ ამას გარდა გამოიკვეთა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი : უნდა დავთანხმდეთ თუ არა რუსეთის შემოთავაზებას ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარების თაობაზე? პასუხი : რა თქმა უნდა, რომ არა და არა ! რატომ? იმიტომ, რომ დიდი ალბათობით ის ამ ხანძრის უკან დგას და ხაფანგიც სწორედ აქაა. პირველ რიგში, ცეცხლის გაჩენა - ეს არც ისე უცხო მეთოდია მისთვის. 2008 წლის აგვისტოში მან დაბომბვის ნაცვლად ზუსტად ეს მანევრი განახორციელა ზოგიერთი სოფლის ტყეში, შიდა ქართლში, რისი თვითმხილველიც გახლავთ თქვენი მონა-მორჩილი. შემდეგ, მეტად საეჭვოა, რომ ოკუპანტი, ისტორიული მტერი, რომელიც ამ ცხრა წლის წინ უმოწყალოდ გვბომბავდა, უცებ გამოდის “კეთილი“ ინიციატივით და დახმარების ხელს გვიწვდის. ჩვენც მას კარს ვუღებთ და არც ვიცით რა შემოვა, დამატებითი ცეცხლი თუ წყალი. საუკეთესო შემთხვევაში, ვთქვათ, მოდის და მართლაც აქრობს ყველა ხანძარს, ვინმეს სჯერა, რომ ამას ისე, არაფრისთვის გააკეთებს? რა თქმა უნდა, რომ დაგვავალდებულებს და თანაც ძალიან! როგორც შენიშნავდით, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ისევე როგორც ზოგიერთი პარლამენტარი და პოლიტიკოსი, ამაზე არ დაფიქრებულა. ძალიან ბევრი ფეისბუქმომხმარებელი წერდა, რომ საქართველოს არ უნდა ეთქვა უარი ოკუპანტის რუსეთის დახმარებაზე, რომ პრაგმატულობა უნდა გამოგვეჩინა და ასე შემდეგ. ამ მხრივ, აფირმაციულობით გამოირჩეოდნენ საპარლამენტო უმცირესობის -: “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არც აკრიტიკებს და არც ამართლებს, თვითონ კი არ იტყოდა უარს რუსეთის დახმარებაზე. ანალოგიური პარტიის წევრი, ასევე პარლამენტარი ადა მარშანია გადაჭრით საჭიროდ თვლიდა რუსული ვეტმფრენების ინტერვენციას ჯერ ისევ დაუდგენელი მიზეზებით გაჩენილი ხანძრების ლოკალიზების საქმეში. მოკლედ, გამოდის, რომ ჩვენ ვცნობთ რუსეთს ოკუპანტად, ვხედავთ, რომ ყოველდღე მოიწევს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვას, თუმცა, ამავდროულად, არსებობენ ამ ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ მტერი დაგვეხმარება . ერთგვარი პარადოქსია. როდესაც ამ ადამიანების მსჯელობას თვალყურს ვადევნებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე ან მეტად ინფანტილურ ადამიანებთან გვაქვს, ან უარესთან-კოლაბორაციონისტებთან! სხვა ვერსია აქ, უბრალოდ, არ არსებობს 269 8-ს მოსწონს |
1.გაზი რუსეთიდან შემოდის.
2.აფთიაქში წამლების უმეტესობა რუსულია
3.ქართველების საკმაო ნაწილი რუსეთშია გაქცეული სამუშაოს საძებნელად და ზოგმა აიწყო ცხოვრება იქ და არც აპირებს ჩამოსვლას
ქვემოთ კომენტარში წერ, რუსეთი არ უნდა შემოვუშვათო და თურქები და ისლამისტები რომ შემოდიან ეგ ჯობია ხო?