x
image
ნინო ბაისონაშვილი
გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის აღქმა საქართველოში
გაუპატიურება - სექსუალური ძალადობის უკიდურესი ფორმა, ხორციელდება, ძირითადად, ქალების მიმართ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ ექვსი წლით.

ერთხმად ვთანხმდებით, რომ გაუპატიურება დანაშაულია და უნდა დაისაჯოს, მაგრამ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა საზოგადოება იჩენს სექსუალური ძალადობის მიმართ ტოლერანტობას, რაც, ძირითადად, ახსნილი და გამართლებულია საზოგადოებრივი სტერეოტიპებით ქალის შესახებ. მაგალითები : თუ ქალი, ასე ვთქვათ, მსუბუქი ყოფაქცევისაა, შეიძლება გააუპატიურო და ამისთვის არ უნდა მოგთხოვონ პასუხი . ასევე, თუ ქალი გამომწვევად იცვამს, ეს მამაკაცებისთვის ცდუნებაა და შეიძლება ვერ გაუძლოს . შესაბამისად, ამ შემთხვევაში გაუპატიურება სამართლებრივად დასჯადი, მაგრამ საზოგადოებრივად გამართლებული ქმედებაა. არიან ისინიც, ვინც ფიქრობენ, რომ ქალი ამ შემთხვევაში ცდუნებაა, რომელიც ციდან ჩამოვარდა, როგორც “ხე ცნობადის“ ნაყოფი და სუსტი ნებისყოფის მამაკაცმა უბრალოდ ცდუნებას ვერ გაუძლო . ეს კი პატრიარქალური და უკიდურესად სტერეოტიპიზებული კულტურის მსხვერპლი მამაკაცებისთვის ერთგავრი სიგნალია, მწვანე შუქი. გაუპატიურების საფუძველი დაუცველი ქალის ღაღამობით გარეთ სიარულიც კი შეიძლება გახდეს. image
პატიოსან ქალს

12 საათის შემდეგ გარეთ რა უნდაო-ხშირად ამბობენ ჩვენში . ერთმა მოძალადემ ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა, გამოძიებას კი ამაყად გამ-ოდ- ოუცხადა : მე რომ მცოდნოდა ის ქალიშვილი იყო, ღმერთი არ გამიწყრებოდა და ამას არ ვიზამდიო. ეგრეთ წოდებულ ოთხმოცდაათიანებში ბევრი მსგავსი შემთხვევა მოხდა, მაგრამ საზოგადოება ცნობილი “არგუმენტების “ მოშველიებით ადვიალდ შეუნდობდა ხოლმე : გამომწვევად იცვამდაო, ისეთი დედა ყავს და შვილსაც სახელი გაუტეხაო, დედამ დაღუპაო . არც სახელმწიფოს ეცალა და არც პოლიციას, ასეთი რამ, კაცმა რომ თქვას, არც არსებობდა. მსხვერპლი ხმას ხშირად ვერ იღებდა, რადგან არც სამართლის პოვნის იმედი ჰქონდა და, თავისთავად, არც საზოგადოების, რომელიც დანაშაულს უფრო ადვილად იწყნარებდა, ვიდრე მსხვერპლს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუპატიურების, როგორც დანაშაულის გააზრება უჭირდა და უჭირს საზოგადოებას. ის მას ვერ განიხილავს დამოუკიდებელ, ძალადობრივ აქტად და თითქმის
ყოველთვის კავშირშია ქალის რეპუტაციასთან თუ სოციალურად “მიუღებელ“ სტილთან თუ ქცევასთან.


ამ რამდენიმე მაგალითიდანაც ჩანს, რომ საზოგადოებრივი სტერეოტიპები ხშირად ხდება გაუპატიურების მიზეზი. ის დრო, რომ არაქალიშვილის გაუპატიურება შეიძლებოდა, ასე თუ ისე, უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ ქალების შესახებ სტერეოტიპული მიდგომები, მათი დიფერენციაცია პატიოსან ანუ წმინდა ჭურჭლებად და “ნაშებად“ ანუ ერთგვარ პრაქტიკის საგან ქალებად მაინც ვერ აღმოვფხვერით. ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც პატრიარქალურ კულტურას, ისე საბჭოთა და პოსტსაბჭოტა წარსულს(ძირითადად ოთხმოცდაათიან წლებს. )


ქართულ საზოგადოებას დიდხანს გაჰყვა ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის შესახებ წარმოდგენა, რაც ბოლომდე დაძლეული დრსაც არ არის. გვახსოვს ალბათ გენდერული უთანასწორობის შესახებ კამათში ერთ დროს ჟღერდა ბიბლიური არგუმენტებიც. მაგალითად ის, რომ ღმერთმა ქალი და კაცი ასე უთანასწორო არსებებად შექმნა და ქალების მხრიდან უფლებების მოთხოვნა ღვთის გმობა, უკიდურესი მკრეხელობაა. ასეთი ქალები კი დაიწყევლებოდნენ, შეჩვენდებოდნენ და სამოთხეში ვერ მოხვდებოდნენ. პატრიარქალური კულტურის წინააღმდეგ ამბოხებული ქალი წარმოჩინდებოდა ეშმაკეულად, ცოდვის, გარყვნილების სიმბოლოდ და ესეც საკმარისი მიზეზი იყო მასზე ძალადობისთვის

დღესაც რომ გამოკითხოთ, მამაკაცთა ყურადსაღები ნაწილი გეტყვით, რომ სექსმუშაკის გაუპატიურება არ ითვლება გაუპატიურებად: მეძავს ღირსება არ აქვს, გაუპატიურება კი ღირსების შელახვას გულისხმობს და მეძავის შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან მას ისედაც არ აქვს ღირსება )

სოციალური ქსელების როლის ზრდასთან ერთად საზოგადოების სტერეოტიპული მიდგომები რიგ საკითხების მიმართ უკეთ ვლინდება, მათ შორის სექსუალური ძალადობის ფაქტების მიმართაც.

გამოსავალი: აღვზარდოთ სწორად ჩვენი შვილები და ჩვენს მაგალითზე ვასწავლოთ ძალადობის გმობა. ნუ წაიყვანენ “დასავაჟკაცებლა“ ბიჭებს მამები, ბიძები, უფროსი ძმები და ასე შემდეგ(ანუ “სიძვის დიაცთან“, რომლის მიმართაც უპატივცემულობა და უდიერი მოპყრობა იდეაშივე ნორმალური მიდგომაა, თუ, რა თქმა უნდა, ეს ისევ ხდება ) მან თავად გაიგოს და გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს პირველ სექსუალურ კონტაქტს.

ნუ ვაიძულებთ გოგოებს ქორწინებამდე დათრგუნონ ლიბიდო, თავად გადაწყვიტონ (ეგრეთ წოდებული ქალიშვილობის ინსტიტუტი) ნუ გამოვუჭედავთ ვაჟებს ქალების შესახებ ცრუ წარმოდგენებით თავს, ნუ შევასრულებთ ჩვენ, ქალები გარკვეული კატეგორიის ქალბატონების სტიგმატიზაციაში ძირითად როლს! ნუ ვიძალადებთ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩვენს შვილებზე, ვინაიდან ძალადობა შობს ძალადობას! ნუ შევიწყნარებთ სექსუალური ძალადობის და, მით უმეტეს -გაუპატიურების ფაქტებს, ვამხილოთ და საჯაროდ დავგმოთ ისინი. საზოგადოება უნდა გადაეჩვიოს ძაალდობის გამართლებას, რაშიც დიდი მნიშვნელოვანი ენიჭება როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო სექტორის აქტიურ და სწორ მონაწილეობას.

51
92
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
92
  
2017, 24 აგვისტო, 14:44
ლიბერტარიანელი ნიჰილისტს : ვერ ვხვდები თქვენ "ფენომენს", თქვენ ათეისტიც არ ხართ ჩემი აზრით, თუმცა ეგ თქვენი გადასაწყვეტია , რიგ საკითხებზე მათ შორის რელიგიაზე რა აზრი გექნებათ , მაგრამ თქვენ თქვენს კომენტარებში შეიძლება პირდაპირ არ აგინებთ მართლმადიდებლობას და ზოგადად რელიგიას მაგრამ ისეთ კონსტექსტში საუბრობთ რომ შეურაცმყოფელია, თქვენ არ გაქვთ უფლება შეურაცყოფა მიაყენოთ ზოგადად რელიგიას , რადგან ამით თქვენ შეურაცყოფას აყენებთ უამრავ ადამიანს.
მე ესეთი აზრი მრჩება რომ თქვენი "ფილოსოფია" გამომდინარეობს ძველი აღთქმიდან და ყურადღება არ გაქვთ გამახვილებული ახალ აღთქმაზე და ცოტა არ იყოს გადაუხვიეთ სტატიის თემას.
დაწერილია რომ ქალი შეიქმნა კაცის ნეკნისგან ხო?ანუ გვერდიდან, სწორად მოაზროვნენი განმარატავენ ამ ფაქტს ასე რომ კაცს ქალი უნდა ყავდეს თავის გვერდით , არა ფეხებთან "წაგდებული" არა თავზე დასმული არამედ გვერდით როგორც ტოლი და სწორი და შესაბამისად არც ქალმა უნდა მოითხოვოს ზედმეტი.
და ზოგადად დასაგმობია ყველანაირი ძალადობა მითუფრო გაუპატიურება , მე არვიცი თქვენ სად ნახეთ რომ მართლმადიდებლობა მოუწოდებდეს ვინმეს ქალზე ძალადობას , თვით იესო როგორც თანასწორს ისე ესაუბრება მეძავს და სასუფეველში შეყვანას პირდება ამასაც რომ თავი დავანებოთ მართლმადიდებლობაში არის დედა ღვთისმშობელი და რანაირად შეიძლება მოწოდებული იყოს ქალზე ძალადობა .
პ.ს. ნორმისა და ზრდილობის ფარგლებში მისასალმებელია განსხვავებულ აზრი , ჯანსაღი კამათიც და კრიტიკაც
2017, 24 აგვისტო, 0:51
კი , რამდენიც გინდა ,სსრ ტრამვა ძალიან რთული სამკურნალოა, მაგრამ მათი აღზრდის პოტენციური მსხვერპლის გადასარჩენად მაინც ღირს ბრძოლა
2017, 24 აგვისტო, 0:46
გეთანხმები აბსოლიტურად, თუმცა არიან ისეთები, რომელთაც ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ არაჯანსაღი ფსიქიკა...
2017, 24 აგვისტო, 0:16
მაგაში ორი აზრი არაა, მაგრამ ,როდესაც ვხედავ , როგორ ხდება ეს ჩლუნგი რწმენა ტრადიციების შესახებ , ვიღაცის ტრაგედიის მიზეზი, მე ვერ გავჩუმდები და ვერ შევიწყნარებ .ცალსახად ბევრი რამ არის ,რაც წარსულში უნდა დავტოვოთ
2017, 24 აგვისტო, 0:13
კი ნინო, პროგრესი და ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, თუმცა მე ის ვიგულისხმე, რომ ერთაზროვნებაზე ვერასოდეს დავალთ და იქნება გამუდმებით ეს განსხვავებული შეხედულებები თუ ტრადიციები. მთავარია დავრჩეთ ადამიანებად და საჯაროდ ლანძღვის გარეშე ვცეთ პატივი და არა თაყვანი სხვის არჩევანს და ესეც ჩვენზეა დამოკიდებული რა მაგალითს მივცემთ მომდევნო თაობას.
2017, 23 აგვისტო, 22:58
მადლობთ, რომ კამთობთ ასე ჯანსაღად და ერთმანეთის ღირსებისშეულახავად . ესეც დეფიციტურია ჩვენში. მემამა,ჩვენ ვთქვათ ,გავაპროტესტოთ ,რაც არ მოგვწონს ,არ დავნებდეთ და დრო თავისას იზამს . ის შეცვლის ,ოღონდ ჩვენ უნდა მივცეთ ბიძგი! ძალიან ბევრი მანკიერებაა ჩვენში . რა არის სხვა ახალი თაობის დანიშნულება ,თუ არა პროგრესი და ცვლილებები
2017, 23 აგვისტო, 16:41
თქვენც მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ, მადლობა ასეთი პოზიტივისთვის. მეგობრები ისედაც ვართ მედიაზე, თქვენ ხომ ჩემს სტატიებს კითხულობთ ;)
მეამეა, მიყვარხარ... ცუდად არ გამიგო... მშვენიერი ადამიანი ხარ. ნეტა ჩემი ახლო მეგობარი იყო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა რომ გიცნობ ამ ფორმით მაინც. კარგი ადამიანი ხარ. დალოცოს შენი გონება სამყარომ.
2017, 23 აგვისტო, 16:09
არ იდარდოთ, არ მწყენია, მესმის თქვენიც, მეც არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ერთეულები დეგრადირებულ აზროვნებას ვერ შევცვლით, იმ აზროვნებას, რომელიც თაობიდან თაობებს დღემდე გადაეცემა- ფორმალობებს, იურიდულ საკითხებს, ქალიშვილობის ინსტიტუტსა თუ ბევრ იმ სხვა საკითხებს, რომელთაც გადაშენება არ უწერია.
2017, 23 აგვისტო, 16:04
კი, მაგრამ რა რეფორმაც არ უნდა გატარდეს, განსხვავებულად მოაზროვნეების რიცხვი მაინც იქნება და ვერ იქნება 100%-ნი ერთაზროვნება. ჩვენ, ვისაც რა შეხედულებები არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ერთმანეთის პატივისცემა არ დავკარგოთ., პასუხი თქვენს იმ კონკრეტულ კომენტარს გავეცი. ნინოს კი სტატიაში აბსოლიტურად ვეთანხმები.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10