x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბიჭმა თავის შეყვარებულს ფოტოები გადაუღო,შემდეგ ესროლა და გვამი ხევში გადააგდო

image

ახალგაზრდა მამაკაცმა ამ სახით იძია შური ყოფილ შეყვარებულზე, რომელმაც მასთან დაშორება გადაწყვიტა და შესთავაზა მეგობრებად დარჩენილიყვნენ.


2015 აგვისტოში საშინელი ინციდენტი მოხდა შტატ ალაბამაში(აშშ)ორი ახალგაზრდას ბუნებაში გასეირნების შემდეგ.


20 წლის ლორენ დანიელ ბანერმა სოციალურ ქსელში განათავსა რამდენიმე ფოტო, სადაც მისი მეგობარი გოგონა 18 წლის ჯოლი ნიკოლ კალანი ხევის პირას დგას.



ფოტოების გადაღების შემდეგ ლორენ ბანერმა ორჯერ ესროლა გოგონას და შემდეგ უფსკრულიდან გადააგდო.


იმისთვის რომ დანაშაულის კვალი წაეშალა, ახალგაზრდამ თავის Instagram-აკაუნტზე განათავსა მანამდე და შემდეგ უფსრკულის პირას გადაღებული ფოტოები საკმაოდ უცოდველი კომენტარებით.

imageფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა:"ვემზადებით ბუნებაში გასასეირნებლად"

image


imageწარწერა ფოტოზე:ო, მე ვიცი, უბრალოდ ხედებით ვტკბები






imageჯოლის უკანასკნელი ფოტო



რამდენიმე ხნის შემდეგ ლორენმა თვითონ დარეკა პოლიციაში და დანაშაული აღიარა.


სამართალდამცავებმა გოგონას დასახიჩრებული გვამი პინჰოტის ხევში აღმოაჩინეს.როგორც ლორენ დანიელმა აღნიშნა, იგი ვერ შეეგუა კალანის შეთავაზებას იმის შესახებ, რომ მომავალში მხოლოდ კარგ მეგობრებად დარჩენილიყვნენ.

image

როგორც გამოძიებამ დაადგინა, გოგონა მანამდეც ცდილობდა ლორენ ბანერთან დაშორებას მისი მძიმე ხასიათის გამო, თუმცა ბიჭი შანტაჟზე მიდიოდა და "თავის მოკვლითაც" იმუქრებოდა.


ბიჭი დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, სასამართლომ ბანერი, როგორც არასრულწლოვანი ისე გაასამართლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაქსიმალური სასჯელი 3 წელიწადი იქნებოდა, ჯოლი კალანის მშობლები ამ ფაქტმა აღაშფოთა და სააპელაციო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში.


2017 წლის ივლისში გაიმართა განმეორებითი სასამართლო სხდომა, 22 წლის ლორენ დანიელ ბანერს 52 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

image



1
688
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
688
  
2017, 23 აგვისტო, 22:03
ელექტრო სკამი და მისი ჯანი...
0 1 1