სხვა დაფიქრებულხართ სხეულის ეს 6 ნაწილი რისთვის გვაქვს? 2017, 23 აგვისტო, 10:52 ჩვენი სხეული ძალზედ საოცარი მექანიზმია. ურიცხვია სია ამაღელვებელი და საინტერესო ფაქტებით ჩვენი სხეულის შესახებ. ყოველ წამს ვასრულებთ რაღაც კონკრეტულ ქმედებას ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით როგორ არის მოწყობილი ჩვენი სხეული და როგორ შეუძლია მას ამის კონტროლი ან რისთვის გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები და რა როლი აკისრიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში. წარმოგიდგენთ სხეულის 6 ნაწილს, რომელთა მნიშვნელობაზე არასოდეს დაფიქრებულხართ. 1. ჭიმი ენისა და ტუჩის ქვეშ. ეს პატარა "ხაზები" ანუ ჭიმი საჭიროა იმისათვის, რომ დაიჭიროს ჩვენი ტუჩი და ენა. მათ, ვისაც ძალიან მოკლე ჭიმი აქვთ, მეტყველების დარღვევა აქვთ ტემბრისებურად, რადგან ჭიმი სწორედ ენის სწორი მიმართულებით ტრიალს უწყობს ხელს. 2. ჰოლიუსი. ჰოლიუსი ფეხის დიდ თითს ჰქვია თურმე და სწორედ მისი წყალობით ვინარჩუნებთ ბალანსს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ადამიანის ფეხი იწევა ჰაერში და ამ დროს დიდი თითი ჩვენი სხეულის თითქმის 40%–ის სვეტს წარმოადგენს (საყრდენს). 3. ნაოჭები ტუჩის ზევით. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ეს ნაოჭი ყველას აქვს და მას ზედა ტუჩის კუნთს ეძახიან, თუმცა რა საჭიროა, ეს კი ნამდვილად არ გეცოდინებათ. ის ზევით წევს ზედა ტუჩს, ამ დროს კი ცხვირ–ტუჩის ნაოჭები მტკიცდება (მკვრივდება). 4. ინტერვალი (შუალედი). ალბათ ბევრს არ გექნებათ გაგონილი, რომ თითები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სახაზავი. ძველი რუსული საზომი ერთეული იყო ინტერვალი ცერა და საჩვენებელ თითს შორის და მაჩვენებლი მერყეობდა 18–23 სმ–მდე. 5. ყურის ნიჟარის ხრტილი. ეს პატარა ხრტილი ყურის ნიჟარის გარეთ უდიდეს როლს თამაშობს ხმების ჩამოყალიბებასა და აღქმაში. ის პასუხისმგებელია აღიქვას ზურგის მხრიდან მომდინარე ხმები. 6. გლაბელა. თვალებს შორის ადგილს გლაბელა ჰქვია და მისი სიგრძე თვალის სიგრძის ტოლია. სხეულის ეს ნაწილი გამოიყენება კანის ელასტიურობის შესფასებლად ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც დეჰიდრატაციას (გაუწყლოვანება) განიცდიან. მისი მეშვეობით მოწმდება ასევე ნერვული რეფლექსები. იხილეთ აგრეთვე: ● საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულზე ● საინტერესო ფაქტები ადამიანზე. (ეს ყველამ უნდა იცოდეთ) ● საინტერესო ფაქტები ადამიანზე (ეს ყველამ უნდა იცოდეთ) 543 14-ს მოსწონს
|