სამცხე ჯავახეთი საქართველომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობისთვის ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირს მიმართა 2017, 22 აგვისტო, 20:42 ![]() საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთის ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირს მიმართა. ამჟამად ხანძარი სამი მიმართულებით მძვინვარებს:სოფელი დაბა, წაღვერი და თროთის მთა.ძლიერი ქარის და რელიეფური პირობების გამო ხანძარი დღის მეორე ნახევარში უფრო გაძლიერდა. სოფელ დაბასთან მობილიზებულია სახანძრო რაზმები და ბრიგადები, რომ სტიქია დასახლებულ პუნქტში არ გავრცელდეს. ბორჯომის ხეობაში უკვე 55 საათია სტიქია მძვინვარებს. ![]() 54 6-ს მოსწონს 1-ს არა |
არაა ეს უბრალო დამთხვევა, რუსეთს და ბევრ სხვასაც აწყობს გამწარებული და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი...