სამცხე ჯავახეთი 27 წლის მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა 2021, 19 მარტი, 12:55 გუშინ ახალციხიდან თბილისში გადმოყანილი 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, მის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს. ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადრჩენა ვეღარ შეძლეს. 27 წლის ექთანი გარდაიცვალა, მის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს. ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.დილით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მედიას აცნობა, რომ მოხერხდა პაციენტის გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა, გულის ხელახლა გაჩერება ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. და ასეც მოხდა.ექთანი პროზექტურაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, გუშინ 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 30 წუთში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, რის გამოც თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გახდა საჭირო მისი გადმოყვანა.მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. 38 2-ს მოსწონს
|