x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად

ქალბატონების დიდ ნაწილს, ათასობით დოლარის ღირებულების სამოსის შესაძენის საშუალება არა აქვს. მაგრამ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც შედარებით ნაკლები ღირებულების ნივთებს ისე წარმოაჩენს, როგორც ძვირიანი ბრენდის ნიმუშებს. მაგ., კაბა, მასზე ქამრის გაკეთების შემთხვევაში, რეალურ ფასთან შედარებით, უფრო ძვირადღირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

აქ გთავაზობთ 14 რჩევას, რომელიც უფრო დახვეწილად აქცევს თქვენს სამოსს და სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.


image

image

1. სამოსი სტილი მხოლოდ კი არ უნდა გიხდებოდეთ, კარგადაც უნდა იყოს სხეულზე მორგებული.

2. ქიმწმენდა იაფი არ არის, მაგრამ თუ გინდათ, რომ ტანსაცმელმა ფორმა და ფერი არ დაკარგოს, არ უნდა გარეცხოთ.
3. თუ ფერის შერჩევისას დაიბენით – შეიძინეთ შავი. მუქი ფერი ყოველთვის უფრო ეფექტურად გამოიყურება და დეფექტებიც ნაკლებად ჩანს.
4. აუცილებლად შეიძინეთ ორთქლის უთო. ჩვეულებრივმა უთომ, შესაძლებელია, ნაკეცები დატოვოს და ქსოვილიც ფუჭდება ცხელ ლითონთან შეხების დროს.
5. თქვენს ზარდახშაში სხვადასხვა სტილის და ზომის სამკაული უნდა იყოს: მასიური, დიდი ბეჭდები, სამაჯურები... და ნაზი, უფრო დახვეწილი მძივები.
6. იარეთ გაშლილი თმით. თმა ქალისთვის სამკაულივით არის. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ის ბუნებრივად სწორე ან ხვეული თუ არ არის, ვარცხნილობის გაკეთება იქნება საჭირო.

7. სამოსი მისთვის შესაფერის ადგილზე უნდა ინახებოდეს. მაგ., თუ შალის სვიტერს საკიდზე დაკიდებთ, ის ფორმას შეიცვლის და სხეულზე იდეალურად აღარ იქნება მორგებული.

8. ფეხსაცმელზე და აქსესუარებზე ეკონომიის გაკეთება არა ღირს.
9. უარი თქვით სამოსზე, რომელშიც თეთრეული ჩანს. ნახევრად გამჭვირვალე ტანსაცმელი, ზემოთ ხსენებულ იმიჯს არანაირად არ შეეფერება.

10. ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის გარეგან სახეს. მასზე არ უნდა იყოს ლაქა, ნაკაწრი ან ნახეთქი.
11. ასევე მნიშვნელოვანია სამოსის ზედაპირის მდგომარეობა. შეიძინეთ სპეციალური მოწყობილება ამოძენძილების მოსაცილებლად.
12. არ ატაროთ სამოსი ცნობილი ბრენდების დიდი ზომის ლოგოტიპებით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძვირიანი ბრენდის იაფფასიანი ვარიანტი გაცვიათ.
13. ტანსაცმლის შეძენისას, თუ სტილი და ქსოვილი მოგწონთ, მაგრამ ცუდი ღილები აქვს, უარს ნუ იტყვით მასზ – ლილების გამოცვლა მარტივად შეიძლება.
14. ეკონომიას ნუ გააკეთებთ ზედა სამოსზე, პირველი რასაც სხვები ხედავენ – ეს თქვენი პალტო არის. ხოლო ის, თუ რა გაცვიათ მის შიგნით, მნიშვნელობა არა აქვს.

imageimageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

სამოსთან დაკავშირებული 20 ელემენტარული ხრიკი, რომლის არცოდნა სირცხვილია

პატარა ეშმაკობები, რომლებიც სუსტი სქესის ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს

15 ხრიკი იმისთვის, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურებოდეთ

სამკაულის და სხვა აქსესუარების ტარების 10 წესი

ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის

ფეხსაცმლის მოწესრიგების და კომფორტულად ტარების ხრიკები (+ კოჟრიანი ფეხების დამამშვიდებელი აბაზანა)

0
1030
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0