თავის მოვლა როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია? - 7 რჩევა, რომელიც უფრო მეტ პოზიტივს მოგიტანთ! 2017, 21 აგვისტო, 13:01 თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ხელოვნური მატერიების სამყაროში, ასევე სინთეთიკური ტანსაცმლისა და მავნე საკვების გარემოცვაში. ისინი არიან ბუნებისან იზოლირებულები. ეს ყოველივე არის მიზეზი ადამიანში უარყოფითი ენერგიების აკუმულირების. იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ ასეთი ტიპის დაძაბულობებისგან შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა მეთოდი რომელიც ამ სტატიაში არის აღწერილი. 1. სალბი ( სამკურანალო მცენარე)
შორეულ აღმოსავლური კულტურის თანახმად, სალბის შეუძლია ნეგატიური ენერგიის განდევნა. რამდენად არის რეალობა ეს ფაქტი, მხოლოდ მაშინ მივხვდებით როდესაც ვცდით! როგორც შორეული აღმოსავლეთის კულტურის მატარებელი ბრძენკაცები გვიამბობენ, რეკომენდებულია მხოლოდ ერთი ტოტის დაწვა. 2. აკვარიუმი და თევზები
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პროფესორების აზრით, აკვარიუმი და თევზები დევნიან უარყოფით ენერგიას. ამასთან ერთად თუ აკვარიუმის დიზაინი ლამაზად არის აწყობილი, მაგ შემთხვევაში, სტრესისგანაც თავისუფლდება ორგანიზმი.
3. მზე, ზღვა და ცურვა პროფესორების აზრით, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს წელიწადის სეზონები. ზაფხულის თვეებში, ადამიანი შედარებით პოზიტიურად გამოიყურება, ვიდრე ზამთარში. ანუ მზის გარეშე ცხოვრება ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. რაც შეეხება ზღვის წყალს და ცურვას, ასევე ძალიან ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა. ზღვის წყალი, მზესთან გაერთიანებისას, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. ამიტომ ნეგატიური ენერგიის განსადევნად მესამე რჩევაც ყოველთვის გქონდეთ გათვალისწინებული. 4. ვარჯიში
დილას თუ ნეგატიური განწყობილებით გაიღვიძეთ, დაიწყეთ ვარჯიში. იოგაც კარგი იქნება. ან კიდევ დახუჭეთ რამოდენიმე წამით თვალები და შეიგრძენით თქვენი სხეულის ყველა მოქმედება, ათამაშეთ ფეხის თითის წვერები და იფიქრეთ ყველაზე კარგ მოვლენაზე, რაც თქვენ ცხოვრებაში გადაგხდენიათ. ამით აღმოფხრით ნეგატიურ ხასიათს.
მასაჟი ალბათ ყველას მოგვწონს. მასაჟი ამოქმედებს სხეულის ენერგეტიკულ არხებს, რაც ორგანიზმის განახლებაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. მასაჟი აჩქარებს სისხლის მიმოქცევას. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გექნებათ იმის შანსი, რომ მასაჟისტთან მიხვიდეთ, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან ნეგატიური ენერგიის განდევნის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
6. ქსოვა ქსოვა გონებას ამშვიდებს და სიბერესაც აგვიანებს. პროფესორების აზრით, ქსოვა ფსიქოლოგიური განხრითაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე.
7. იოგა და ბოლოს... იოგა! ორგაიზმში დაგროვილი უარყოფითი ენერგიის განსადევნად იოგა საუკეთესო საშუალებაა. იოგის საშუალებით იცხოვრებთ უფრო პოზიტიურად, ვიდრე აქამდე. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო}
1. ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან! 2. გაიცანით ჩრდილოეთ კორეის "ელიტა" საზოგადოება! 3. ონლაინ გამოწერების კოშმარი - იხალისებთ!
565 6-ს მოსწონს
|