x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134055
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რა არის და როგორ წარმოიქმენბა ცუნამი?!

ცუნამი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა. ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის, ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად, წარმოიქმენება ცუნამი. ცუნამის 1000-მდე ცნობილი შემთხვევიდან 100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება. ცუნამის ტალღების გავრცელების სიჩქარე 50-დან 1000 კმ/სთ-მდე, ხოლო ტალღის სიმაღლე 0, 1 მ-დან (ღია ზღვაში) 5მ-მდე (ნაპირთან) მერყეობს. ცუნამი დიდ ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს. ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ტალღებმა ნაპირიდან 1კმ-ის მანძილზე შეაღწია ხმელეთზე და ოკეანეში ჩარეცხა ნაპირთან მდგომი გემები, სახლები, ხიდები, ადამიანები.
2005 წელს ინდონეზიის კუნძულებთან მომხდარმა მიწისძვრამ გიგანტური ცუნამი წარმოქმნა, რომელიც თავს დაატყდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებს და 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


image


ცუნამი იაპონურად სანაპიროს ტალღას ნიშნავს. თავდაპირველად ამ ბუნებრივ მოვლენას მოიხსენიებდნენ როგორც "აღელვებულ დინებას".


image


ცუნამის წარმოქმნა ძირითად წყლისქვეშა მიწისძვრასთან არის დაკავშირებული. ამერიკელი გეოლოგების კვლევებით, სამოაში მომხდარ ცუნამის კატასტროფიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, ქვეყანას 8, 3 ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს. აქედან გამომდინარე ყველა ცუნამის მაგალითს თუ შევაჯამებთ, 80% მისიწძვრასთან რომ არის დაკავშირებული, ამას მარტივად მივხვდებით.


image


კითხვაზე თუ სად წარმოიქმნება ცუნამი ყველაზე მეტად, პასუხი მარტივია! ეს წყნარი ოკეანის რეგიონია. ცუნამების 80% წყნარ ოკეანეში ხორციელდება.

image


იმის შესახებ, რომ ცუნამი წყლისქვეშა მიწისძვრის შედეგად წარმოიქმენება, პირველად ბერძენ ისტორიკოსმა, თუკიდედესამ დაამტკიცა. ეს იყო პელოპონესის ომის დროს.


image


ცუნამის შედეგად 2008 წელს 85 000 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილ ცუნამის "მეტეოცუნამის" ეძახიან. ამ უკანასკნელმა დამაგრეველი დარტყმა მიაყენა მიანმარს, სადაც 85 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 54 000 -ზე მეტი დაიკარგა.



image



შესაძლებელია თუ არა ცუნამის გამოცნობა წინასწარ? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა შეუძლებელია.


image


იცოდით თუ არა, რომ 10 წლის ბავშვმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა?
10 წლის სმიტმა, მამა-პაპური ცოდნიდან გამომდინარე ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე შენიშნა ცუნამის ნიშნები და გააგებინა საკუთარ მშობლებს, ამის შემდეგ ის გმირად შერაცხეს!


image


და ბოლოს... ფოტო, სადაც ჩანს ცუნამის წარმოქმნა...


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1.100 კილოგრამიანი ანაკონდა, ბიოლოგმა ხელით დაიჭირა!

2.ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან!

3.დაუჯერებელი ფოტოები, რომლებიც არარეალური გეგონებათ!

4.ონლაინ გამოწერების კოშმარი - იხალისებთ!

5.ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე უცნაური ავარიები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან!

6.სეზონის ხილი, რომელიც სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს!

7.საკვები პროდუქტები, რომელიც ივლისში უნდა მივირთვათ!





0
3550
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0