სხვა რონალდ რეიგანი 2012, 15 ივნისი, 12:33 ამერიკელი კინომსახიობი პოლიტიკური მოღვაწე გახდა. 1967-1975 წლებში კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო, 1980-1988 წლებში - აშშ-ის პრეზიდენტი. რეიგანმა სსრკ-ს "ბოროტების იმპერია" უწოდა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო. თუმცა მოგვიანებით, 1987 წელს, სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპაში განლაგებული ბირთვული რაკეტების რაოდენობის შემცირების შესახებ. 1983 წელს რეიგანის ინიციატივით შეიქმნა აშშ-ის კოსმოსური თავდაცვის სისტემა. იგი ითვალისწინებდა დედამიწის ორბიტაზე განლაგებული თანამგზავრების მეშვეობით აშშ-ის ტერიტორიის დაცვას ყოველგვარი ბირთვული თავდასხმისაგან და მტრის სტრატეგიული რაკეტების განადგურებას ყველაზე თანამედროვე იარაღით. პრესაში ამ სისტემას "ვარსკვლავური ომები" უწოდეს. 136 5-ს მოსწონს
|