საზოგადოებრივი ყველაზე დიდი ბიზნესი შუა საუკუნეებში 2018, 6 აგვისტო, 12:09 ![]() 1672 წლის 27 სექტემბერს, ინგლისის მეფემ ჩარლზ II აფრიკის სამეფო კომპანიას ცოცხალი საქონლით ვაჭრობის მონოპოლიური უფლება მისცა. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნულმა კომპანიამ თავისი არსებობის 80 წლის მანძილზე, ახალ სამყაროში, მილიონზე მეტი აფრიკელი «ტურისტი» გადაიყვანა. ეს მონათვაჭრობის ოქროს ხანა იყო... ამ «ღირსეული» ბიზნესით, რამოდენიმე ასეული წლის მანძილზე, ევროპის ყველა ქვეყანა იყო დაკავებული, რომელსაც გასასვლელი ზღვაზე ჰქონდა. საერთო სტატისტიკას, რა თქმა უნდა, არავინ აწარმოებდა და ამიტომ, მონათვაჭრობის შეფასების შედეგი, მეტად პირობითია. სხვადასხვა მონაცემებით, აფრიკიდან ამერიკის კონტინენტზე, 8-დან – 14 მლნ-ამდე ადამიანი გადაიყვანეს. მათგან, დაახლოებით, 3 მლნ. გზაში დაიღუპა. ხოლო, გადარჩენილებმა დიდი გავლენა მოახდინეს დას. ნახევარსფეროს ეთნიკური შემადგენლობაზე და კულტურაზე. გთავაზობთ ილუსტრაციებს, რომლებიც აფრიკელების აფროამერიკელაბად გადაქცევის პროცესებს უკავშირდება: ![]() მონების შესყიდვა აფრიკის სანაპიროზე. ფრანსუა ბაიარდის ტილო, XIX ს. ![]() გემებზე მონების განთავსების ტიპიური სქემა და მათი «დამშვიდების» საშუალებები. ![]() ინგლისურ გემზე, «ბრუქსიზე» – ცოცხალი ტვირთი განთავსების სქემა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი «შეფუთვის» გამო, მონების 10 - 20% გზაში იღუპებოდა. ![]() ფრანგული სავაჭრო გემის სქემა, რომლისთვისაც მონები კომერციული საქონლის ერთ-ერთი სახეობა იყო. ![]()
![]() ![]() დიდი გემების გარდა, ცოცხალი «საქონელი» შედარებით პატარა გემებითაც «გადაჰქონდათ» და ასეთი გემებში მონები ისე იყვნენ ჩაპრესილები, როგორც თევზი კონსერვის ქილაში. ჯოჯოხეთური პირობების და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე გრძელდებოდა, მონების უმრავლესობა ცოცხალი ჩადიოდა ამერიკაში. ![]()
რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი? რეალური ამბავი ინგლისელი კაპიტნის სიკვდილის შესახებ მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ 1706 11-ს მოსწონს |
ბატონ-ყმობა გაუქმდაო, იტყვის ვინმე და ბატონი რომ ამუშავებდა ყმას, ხშირ შემთხვევაში უფასოდ და თვითონ იმის ნაშრომ-ნაოფლარს, ხარჯავდა როგორც უნდოდა, დღესაც ესე არაა? იმ ფორმით აღარ მაგრამ მაინც, ასე რომ დრო კი მიდის მაგრამ დიდად ბევრი არაფერი იცვლება, ცხოვრება მაინც წრეზე ბრუნავს