უცხოური პრესა უნგრეთი სთავაზობს პოლიტიკურ თავშესაფარს ირანელ მსახიობ ქალს, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და შვედეთიდან ირანში დეპორტაცია ემუქრება 2017, 18 აგვისტო, 13:24 უნგრეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს ირანელ მსახიობ ქალს აიდენ სტრენდსონს, რომელიც სამუშაო ვიზით ჩავიდა შვედეთში და იქ მოითხოვა თავშესაფრის მიღება, რადგან ირანელმა მსახიობმა ქრისტიანობა მიიღო და მას უკვე სასიკვდილო განაჩენი ან მუდმივი პატიმრობა ემუქრებოდა ირანში დაბ რუნებისთანავე. სამწუხაროდ შვედეთის საიმიგრაციო სამსახურმა არ გაითვალისწინა ის, რომ მსახიობის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება უმალვე, თუ ის დაბრუნდება ირანში. შვედეთის საიმიგრაციო სამსახურმა დაიწყო დოკუმენტების მომზადება აიდენის ირანში დეპორტაციისათვის, რამაც შვედეთის ქრისტიანულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, საქმის რეზონანსმა კი უნგრეთის ხელისუფლების გამოხმაურება გამოიწვია და სადღეისოდ უნგრეთი სთავაზობს აიდენს პოლიტიკურ თავშესაფარს. 295 14-ს მოსწონს
|