x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დიდი შეხვედრა! რას წერს მსოფლიო პრესა ვლადიმერ პუტინის და ბარაკ ობამას შეხვედრაზე?
წლების შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მსოფლიო პრესამ სხვადასხვა აზრებით

გამოეხმაურა ამ დიდ შეხვედრას. ნახეთ რას წერენ....


CNN INTERNATIONAL



image


CNN-ის წამყვანი კრისტინ ამანპოური აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში არ წვევია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რამდენიმე წლის განმავლობაში გარიცხულიც კი იყო G7 რიგებიდან. წამყვანის აზრით რუსეთის ლიდერს გონივრული ხედვა აქვს სირიის კრიზისთან დაკავშირებით.



The New York Times


image


The New York Times -მა პარალელი გაავლო ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას გამოსვლებს შორის. ისინი, ფაქტობრივად პირდაპირი ურთიერთთავდასხმებით იყვნენ დაკავებულნი გაეროს ტრიბუნიდან და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ სირიის ომსა თუ ლტოლვილების კრიზისში.



The Wall Street Journal


image


The Wall Street Journal-ის ჟურნალი ასევე პარალელს ავლებს პუტინსა და ობამას

გამოსვლებს შორის. ეს არის ის დღე როდესაც მსოფლიოს ორი ლიდერი დაჟინებით

ამტკიცებდა თავის სიმართლეს-ასე შეაფასა ჟურნალის რედაქოტრმა პუტინის და ობამას

შეხვედრა.




The Independent


image


The Independent ცნობით - "პროგნოზები, რომ პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ცარიელი ხელებით არ მოვიდოდა გამართლდა. პუტინის თანმიმდევრული და დეტალურად გაწერილი სიტყვის მთავარი კოზირი, ისლამური სახელმწიფოს წინააღგმდეგ გაერთიანებული ძალებით შეტევით გამოსვლის წინადადება იყო".




The Guardian


image


The Guardian კორესპონდენტი შონ უოკერი მიიჩნევს, რომ პუტინის ინტონაციებით გაჯერებული გამოსვლა დასავლეთისგან გაბეზრებული „უხუცესი ბრძენის“ გამოსვლას მოგაგონებდა.



Le Monde


image


Le Monde აზრით - "პუტინს დასჭირდა მხოლოდ ნახევარი დღე, რათა დაეჩრდილა ამერიკის პრეზიდენტი ობამა, გაეროს მწვანე მარმარილოს კათედრიდან განეცხადებინა რუსეთის სიძლიერის შესახებ და „მშვიდობისმყოფელის“ როლში დაებრუნებინა რუსეთი მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე".



reuters


image


reuters- ის აზრით ზესახელმწიფოს მმართველის როლს პუტინი უფრო კარგად

ასრულებს ვიდრე ბარაკ ობამა.












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
77
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0