x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ომარ ხაიამი - დიდი სპარსი ათეისტი
image


მინდა შემოგთავაზოთ დიდი სპარსი პოეტის, მათემატიკოსის და ფილოსოფოსის ომარ ხაიამის (1048 - 1122 წწ) პოეზია, რომელიც ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს უკანონოდ გამოცხადდა და ოფიციალურად აიკრძალა, რაც ისლამური რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ლაქად შეგვიძლია მივიჩნიოთ:


1. მე არ ვიცი რით გავჩნდი

ეს მასალა რისია.


ჩემს იღბალზე მზე ნათობს,

თუ ნამდვილად ნისლია.


ღვინო, ქალი, ბარბითი,

შენ ეს ნაღდი მომეცი

და თუ გინდა აიღე

შენ სამოთხე - ნისია


2. მოთმენა ჩემი ღვინის ნდომით

უკვე იძლია

ასეთი ვიყავ, ხასიათი

არ შემიცვლია


ვეტრფი იმ წუთებს როდესაც მწდე

მომაწვდის ღვინოს

მაძალებს, მაგრამ მე დალევა

არ შემიძლია


3. ამბობენ რომ ჯოჯოხეთში

იქნებაო კრული

ყველა ლოთი და მიჯნური,

ვინც შელახა რჯული

ეს რომ მართლა ასე იყოს

ხვალ სამოთხე ისე დაცარიელდება

როგორც ხელის გული


4. დიდხანს ვძებნე და

არაფერი დამიხვდა წინ მე

გადავიღალე წარმართობით

გარეთ თუ შინ მე

რომ მეუბნებით - "ჯოჯოხეთი არ აგცდებაო"

ნუთუ სამოთხეს ან ჯოჯოხეთს

სწვევიხართ ვინმე?


5. ბედი ჭადრაკს თამაშობს

ჩვენ კი ვგავართ პაიკებს

ტყუილს კი არ გეუბნები,

მართალს ვამბობ, გაიგე!


მთელი ჩვენი ცხოვრება

ერთი სათამაშოა

დღე მოვა და აქედან

გუდა-ნაბადს აიკრეფ..


6. ორიოდე დღის სამყოფი

თუ გაქვს პურის ყუა

და გაბზარულ ხელადაში

ცივი წყალიც თუა,


მაშ მსახური რაღად გინდა

ან შენ თვითონ ძმაო,

სხვას რად უნდა ემსახურო -

თუ გაქვს თავში ჭკუა?!


7. როცა მოვკვდები - ანდერძს ვწერ

ღვინით დამბანეთ მკვდარი

შენდობაც ღვინით მითხარით

ესეც ანდერძი არი.


და თუ მეორედ მოსვლის დღეს

ძებნას დამიწყებთ ძმებო

მეძებეთ, სადაც აბია

ღვინის სარდაფის კარი


8. შენ მოწყალე ხარ,

მოწყალება არის სიკეთე

სამოთხის კარი ცოდვილთ

რაღად გამოგვიკეტე?

მორჩილს თუ მინდობ,

ვერაფერი მოწყალებაა

ცოდვილს შემინდო

ამაშია ღმერთო სიკეთე!


9. ვინ გადაურჩა უცოდველი

დღეების დენას

ვინც არ შესცოდა, როგორ შესძლო

მან თავის რჩენა?!


მე რომ ცუდს ვშვრები

და შენც ღმერთო, ცუდად რომ მიხდი -

შე დალოცვილო, ღმერთი ხარ თუ

კაცი ხარ შენა?!


10. ო, ვის უნდა, რაში უნდა

ყოფნა ამისთანა?

ერთი მოდის, მეორისთვის

ილესება დანა.

ჩვენი ბედი რომ იცოდე

არშობილო ჯერე,

ქვეყანაზე დაბადებას

ისურვებდი განა?!


11. სისულელეა ყველა რჯული

და ყველა რწმენა.

ბევრს კი ამაოდ ეცვითება

მუხლი და ენა.

აბა მე გკითხავთ, თქვენ მითხარით:

- საიქიოში

ვინ წარიწყმიდა ან ვის ერგო

სამოთხის ლხენა?


12. ზღვას მომაშორეს - ქვითინებდა

პატარა წვეთი

დარდს მისას ზღვისას ღიმი ედგა

ვით ნათლის სვეტი:

ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთის

მიწყივ ვივსებით,

ნუ სევდიანობ, განშორება

წუთია კენტი.


13. ამ საწუთროში მამხილებლის თვალი სად არი?

კაცთა მოსულთა და წასულთა, კვალი სად არი?

გული დაგული, დადაგული, გული უბიწო,

დაიფერფლა, ის დაიფერფლა

კვამლი სად არი?


14. ყურანი ხომ ღვთის წიგნია

და მორწმუნე ამ წიგნს

შიგადაშიგ თუ კითხულობს

მე, ურწმუნო კაცი,

მის წარწერებს ვეწაფები

(როცა ღვინოს ვწრუპავ)

ჩამწკრივებულს ღვინის თასის

ტუჩის ქვეშ და გასწვრივ


15. ყოვლისშემქმნელმა როცა მოჭრა

სამყაროს თარგი

თვით არ იცოდა, რა არ ვარგობს

და რაა ვარგი?!

მე თუ ცუდი ვარ, რად მიბოძა

თვისი იერი?

ან ასე უღვთოდ სულს რაღად მხდის

თუკი ვარ კარგი?!


16. შეეშვი ლოცვას

დაეხსენი რწმენის მარწუხებს

იყავ კეთილი

და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ

მომეცი ღვინო

და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით

იქ, სამსჯავროზე

შენ მაგივრად მე ვუპასუხებ!


17. გატეხე მარხვა, შიში ნუ გაქვს,

გაბედე, ჰქენი!

აჭამე მშიერს!

ამას ითხოვს კაცური ზნენი.

ნუ შეურაცხჰყოფ კაცს გულმართალს

საქმით და ენით.

განკითხვის დღეს კი

მე ვიქნები თავდები შენი!


18. არც სინაგოგა,

არც მეჩეთი,

არც ეკლესია

არ მწამს არცერთი, მათი გმობა

ჩემი წესია!

მე არც სამოთხის იმედებით

ვყოფილვარ ქვეყნად,

არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია!

30
441
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
441
  
2018, 7 მარტი, 9:34
სახედარია,ვინც ლოცულობს როგორც წესია,
რადგან სიცრუოს საპალნის ქვეშ დაუკვნესია,
განდეგილობის ფარდის უკან რწმენით მოვაჭრე
ყოველ ურწმუნო უღმერთოზე უარესია.
2018, 23 თებერვალი, 0:00
შემწეს დავეძებ -
შემწეობა სად არის შენი?
მძიმე უკუნი ჩამოწვა და...
ჩაბნელდა გული...
მორჩილი ვიყო და
სამოთხე მექნება სრული?!
ეს ვაჭრობა ჰგავს!..
წყალობა კი სადაა შენი?!...
2018, 11 თებერვალი, 11:02
ამაქვეყნიურ ჩვენებათა არსება ბნელი,
რომ განგიმარტო,გამომივა ზღაპარი გრძელი,
ეს ჩვენებანი ზღვის სიღრმიდან ამოტივტივდნენ
და ცოტა ხანში კვლავ ზღვის ფსკერზე ჩაძირვა ელით.
2018, 11 თებერვალი, 10:29
მითხრეს,როდესაც გაიხსნება სამოთხის ბჭენი,
დაგხვდება ღვინო,ფერიები,ლაღი და მშვენი.
ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს უნდა ვეწიოთ,
ვეღარ გავიგე,რაღა არის ცოდვები ჩვენი?
2018, 2 თებერვალი, 1:21
რამდენხანს გაძლებ შენ, ათასი
წელი თუ ასი,
სულერთი არის, ამას მაინც
ერთი აქვს ფასი.
გინდ მეფე იყავ, გინდ იყავი
გლახაკი ბაზრის,
შე საცოდავო, მაინც წახვალ,
არა აქვს აზრი!
2018, 2 თებერვალი, 1:20
რაც ამ ქვეყნად კი გვებადა,
თვალით მიგვეფარა,
რაც არ გვქონდა, იგი ხომ სულ
არ არის და არა.
ცხოვრებაზე ნუ იდარდებ,
დარდად არ ღირს იგი.
მხნედ იყავი, სულერთია,
რაც გაქვს, ისიც კმარა.
2018, 2 თებერვალი, 1:16
ის, ვინც იშვა და იგრძნო სოფლის
ღელვა-დუღილი.
ხან ერგო ლხენა, ხან - დარდი და
გულის წუხილი, -
ერთხანს ხარობდა, მაგრამ შემდეგ
ისე დადუმდა,
და ისე სძინავს, ვერ აღვიძებს
ჭექა-ქუხილი.
2018, 2 თებერვალი, 1:15
მაშინ, როცა ხესავით
მოვითხრებით ძირით,
დავიშლები სნეული
ათასგვარი ჭირით, -
ჩემგან სურა გამოწვით
და თუ გინდათ აღვდგე,
მასში ღვინო ჩაასხით,
და ნუღარ იდარდებთ!
2018, 2 თებერვალი, 1:15
რაც არ უნდა აძაგონ,
ვამბობ, - ღვინო კარგია!
ვინც კი ამას უარყოფს,
ჭკუა დაუკარგია.
ზოგჯერ რასაც კრძალავენ,
სწორედ იგი გვჭირდება
და რასაც არ კრძალავენ,
ის არაფრად გვარგია.
2018, 2 თებერვალი, 1:14
ვარდი ამბობდა: “ჩემებრ ტურფა
და გულის მძვრელი
ქვეყნად რა არის, მაგრამ მაინც
დაჭკნობას ველი”.

ბულბულმა უთხრა: “აბა, ერთ წელს
ვის უცინია,
ისე, რომ შემდეგ არ ეტირა
მრავალი წელი”.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10