პოეზია სტუდენტური ჰიმნი - Gaudemus igitur (დაე ვიხაროთ) 2017, 16 აგვისტო, 15:30 სტუდენტური ჰიმნის ტექსტის შექმნა მიეწერება ჰეიდელბერგის ან პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტებს XII საუკუნეში. მუსიკა კი მასზე შეთხზა ფლამანდრიელმა კომპოზიტორმა ი. ოკენჰაიმმა. ტექსტი პირველად ბეჭდური სახით გამოვიდა 1776 წელს. 1781 წელს კი ჰიმნი გადაამუშავა პოეტმა კ.ვ. ქინდლებენმა და ამ სახით გახდა იგი პოპულარული. ქართულად თარგმანი ეკუთვნის პროფ. აკაკი ურუშაძეს. 1. ვიხაროთ, ჭაბუკებო, გული ვიდრე გვიცემს! ყრმობის სიტკბო მალე წავა, მძიმე სიბერეც გადავა, ჩვენც მიგვიღებს მიწა. 2. კაცთ მოდგმა წინანდელი, აქ რომ იყო ძველად, ვერ ვიხილოთ ზესკნელში, ვერც ქვესკნელ-გარესკნელში, გაცამტვერდა ყველა. 3. სიცოცხლე ხანმოკლეა წამიერად ჭკნება: დაგვესხმის სიკვდილი თავს, წარგვიტაცებს კარგს და ავს, ვინ გადაურჩება! 4. ვაშა აკადემიას! ვაშა, პროფესორებს! ვაშა, ჩვენს სტუდენტობას, ვაშა, ახალგაზრდობას, ჰყვაოდეს ვით ფლორა! 5. გაუმარჯოს ქალწულებს, კოხტებს, ლამაზმანებს, ვაშა ჩვენს მანდილოსნებს, ნაზებს და პატიოსნებს, ოჯახზე ზრუნავენ! 6. ვაშა, ჩვენს რესპუბლიკას, ვაშა ვინც მას მართავს! გაუმარჯოს ჩვენს მიწას, ვაშა, იმას, ვინც გვიცავს, ვინც გვაფარებს ფრთათა! 7. შორს ჩვენგან მწუხარება, კაცთმოძულეს - რისხვა! შეირისხოს თვალთმაქცი, ყოველი არაკაცი, ვინც ჭაბუკებს ქირდავს! 220 1-ს მოსწონს
|