სხვა "სიკვდილის სამკუთხედი" სახეზე - სად მდებარეობს ეს ადგილი და რატომ არ უნდა შევეხოთ მას ხელით? 2017, 16 აგვისტო, 8:17 ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია სახეზე არსებულ "სიკვდილის სამკუთხედზე"- ინფექციების მიმართ უკიდურესად მგრძნობიარე ზონაზე, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის, რომელი ადგილია ეს. "სამკუთხედი'' მოიცავს სახის შემდეგ ნაწილებს: ცხვირი, პირი და მათ გარშემო არსებული მონაკვეთი. სწორედ სახის ამ არეზეა უამრავი სისხლძარღვი, რომელთაც სარქველები არ გააჩნიათ.
მაინც რატომაა სახის ეს ნაწილი ასეთი მგრძნობიარე?- ''სამკუთხედის'' რომელიმე ნაწილიდან შეჭრილი ინფექცია იოლად ხვდება თავის ტვინში, ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის გართულებები, მათ შორს ლეტალური დასასრულიც. დერმატოლოგები ტყუილად როდი ტეხენ განგაშს და გვაფრთხილებენ, რომ სახის ამ ნაწილის უხეში შეხება და ხელებით წვალება არ შეიძლება. სწორედ აქ იყრის თავს ყველაზე მეტი ბაქტერია, ჩვენ კი ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. "სიკვდილის სამკუთხედის" ყველაზე ცნობილი პრობლემებია: ძირმაგარები, შავი წერტილები და თმები ცხვირის ნესტოებში. მოდით დეტალურად ვნახოთ, რა გართულებები შეიძლება მოყვეს თითოეულ მათგანს. ძირმაგარა ამ დაავადების გამომწვევი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლის დაცობა, რომელშიც შედგომში ანთებითი კერა ჩამოყალიბდება. კანქვეშ დაგროვებულ ჩირქს უჭირს კანის საფარიდან გამოღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ფურუნკულოზი ყველაზე რთული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი შევეჯახოთ. ძირმაგარის წვალება და თვითნებურად გამოდენა დაუშვებელია. უმჯობესია ამ პრობლემის გადასაჭრელად ქირურგს მიმართოთ. სახლის პირობებში შეიძლება გაიკეთოთ იხტიორის მალამოს კომპრესები. ამ მალამოს გააჩნია ჩირქის გამოდევნის თვისება. თითოეული პროცედურის დასრულების შემდეგ დაავადებული ადგილი აუცილებლად უნდა დაამუშაოთ სპირტიანი ტამპონით. გამონაყარი და შავი წერტილები ოფიციალურ მედიცინაში შავ წერტილებს კომედონებს უწოდებენ. ესეც დახურული ცხიმოვანი ჯირკვლების პრობლემაა, თუმცა ისეთ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, როგორსაც ძირმაგარა. საქმე იმაშია, რომ ბევრ თქვენგანს უყვარს შავი წერტილების წვალება და გამოდენა. ამ დროს დაინფიცირებული მასა გარეთ კი გამოდის, თუმცა მისი ნაწილი სისხლშიც ხვდება. აუცილებელია სახის შავი ნიღბების გაკეთება ან დერმატოლოგის დახმარება, რომელიც სახის გამწმენდ სპეციალურ პროცედურებს ჩაგიტარებთ. შავი ნიღბის მომზადება შეიძლება სახლის პირობებშიც ჟელატინით, აქტივირებული ნახშირით და წყლით. როცა პროცედურას სახლში იტარებთ, გაითვალისწინეთ ეს წესი-სახის კანი წინასწარ უნდა დაიორთქოლთ, ხოლო პროცედურის დასრულების შემდეგ აუცილებლად წაისვით ტონიკი გახსნილი ფორების აღსადგენად. თმის ბუსუსები ცხვირში გაგიკვირდებათ და ცუდი ისაა, თუ ეს თმები არა გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ესთეტიურად სრულებითაც არ გამოიყურება ლამაზად, სწორედ ეს თმები იღებენ თავიანთ თავზე გასუფთავების ფუნქციას და ასრულებენ საჰაერო ფილტრის როლს. ექიმები სასტიკად კრძალავენ მათ ამოძრობას ან გამოპარსვას, რადგან ამ პროცედურებმა შეიძლება დაინფიცირება გამოიწვიოს. უმჯობესია გამოიყენოთ ტრიმერი, რომელიც არასასურველი თმებისაგან უსაფრთხოდ გაგათავისუფლებთ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს! 2060 11-ს მოსწონს
|