x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს ხრონწი, მყრალი ბებერი თავს დაესხა და ინსულტამდე მიიყვანა კაცი"
image"არც გული მითმენს და არც ნამუსი არ მომასვენებს, ეს რომ არ დავწერო.
ამაშუკელი თავს დაესხა კაცს, რომელსაც სხვა რომ არაფერი დაეწერა და მხოლოდ ეთქვა რომ "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია", მარტო იმიტომ უნდა დაგეცვა იგი ამაშუკელისნაირებისგან!


საქართველოში იპოვით ათეულ ათასებს, ვინც ჯანსუღ ჩარკვიანის რამდენიმე პოეტური სტრიქონი მაინც იცის ზეპირად და ვერ იპოვით ათ კაცსაც კი, ვინც ამაშუკელის ერთ სტრიქონს გეტყვის ზეპირად, თუ არ ჩავთვლით მის ფაშისტურ სტრიქონს მოკავშირის საარჩევნო ჰიმნიდან - "ღმერთო განსხიპე ტოტები მავნე"..


და ეს ხრონწი, მყრალი ბებერი თავს დაესხა და ინსულტამდე მიიყვანა კაცი, რომელიც ოკუპანტად მიიჩნევს რუსეთს და ებრძვის ოკუპაციას გამოსვლებითაც და მოსწრებული სიტყვითაც - "ადრე გვერძოდნენ მუსულმანები, ახლა გვერძვიან რუსულმანები!"


მეტყვით, რომ ორივე ერთ ფენას წითელ ინტელიგენციას განეკუთვნება, მაგრამ იმ წითელშიცაა გრადაცია! ჩარკვიანის ბიოგრაფიაში იპოვით ბევრ ღირსეულ, პატრიოტულ ნაბიჯს, ბევრსაც სარისკოს იმ დროისთვის და ამაშუკელისაში ვერ იპოვით ასეთს, ერთსაც კი, ვერც იმ და ვერც ამ დროში!
და ახლა ეს პუტინის მყრალი ხრონწი მეხოტბე დგას და უტიფრად ქირქილებს, 85 წლის კაცს ინსულტი მოუვიდა და მე მაბრალებენო, ვერ გავიგე 985 წელი ხომ ვერ იცხოვრებდაო!
ამ დროს, თვითონ 81 წლისაა და თავი ისევ კომკავშირის პრემიის ლაურეატი ჰგონია.
Tako Charkviani მერწმუნე ჯანსუღი ამ განსაცდელსაც გადაიტანს და სწორედ ჯანსუღი მოსვამს მაგ მყრალ კაცს ადგილზე, რაც აქამდე არავინ ქნა."-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე რევაზ შატაკიშვილი.


image


როგორც ცნობილია, ორიოდე კვირის წინ ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის ნიშნებით თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ პოეტის მდგომარეობა დამძიმდა, რასაც დამატებით ფილტვის პნევმონიამ შეუწყო ხელი.იგი ამჟამად რეანიმაციაში, აპარატზეა მიერთებული.


პოეტის ქალიშვილის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ინსულტი მამამისს ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა და მისი ინიციატორი დიდი ალბათობით პოეტი რევაზ ამაშუკელია.


2
3772
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3772
  
2017, 15 აგვისტო, 12:21
ფსიქიატრიულშია წასაყვანი ეს დაბოღმილი მოხუცი, სამარცხვინოა უკვე მისი ჭორიკნობის მოსმენა...
2017, 15 აგვისტო, 1:56
მოდი ნუ გაუჭირეთ საქმე ბატონ რეზოს,აბა ეხლა ყველაფერი მაგ კაცს დააბრალეთ,ხვალ რომ წკრიალაშვილ ნინას კუჭი შეეკრას,ალბათ ისიც ბატონი რეზოს ბრალი იქნება.
0 1 2