პროფილაქტიკა რა მოგვივა თუ კოკა-კოლას ყოველდღე დავლევთ? 2017, 11 აგვისტო, 10:41 ![]() სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვიდეოა კოკა-კოლას შესახებ, ბევრი რეკლამას უკეთებს მას, ზოგიც ექსპერიმენტებს ატარებს. საინტერესოა, რამდენად სასარგებლოა მისი ხშირად მოხმარება? ![]() მრავალი წლის კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ გასუქების მიზეზი ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი ან ცხიმიანი საკვები კი არა, გაზიანი ტკბილი, გამაგრილებელი სასმელებია. პროფესორებმა და ბიო მედიკოსებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურად კოკა-კოლას დალევს, 6 თვეში უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება. ![]() კოკა-კოლას შეუძლია, მთელი ცხიმები მუცლის არეში დააგროვოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს. იწვევს თირკმელების დაავადებას. ამასთანავე, ამერიკელმა და იტალიელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვინც დღეში ერთ ბოთლ კოკა-კოლას მიირთმევს, მას 23%-ით უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ თირკმელებში კენჭები გაუჩნდეს. კოკა-კოლა ანადგურებს კალცის რაოდენობას ორგანიზმში. როდესაც ჯანმრთელი ადამიანი სვამს კოკა-კოლას, 2 საათის შემდეგ მის შარდში კალცის შემცველობა იზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის. კოკა-კოლას შეუძლია მეტალსაც კი მოაშოროს კოროზია. ![]() დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ის თქვენს ორგანიზმზე. კოკა-კოლა იწვევს კბილების დაშლას და ოსტეოპოროზს. იმის გამო, რომ კოკა-კოლა დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავს, მას შეუძლია დაშალოს ძვალი, არღვევს ემალის ფენას კბილებზე და ასუსტებს მათ. გარდა ამისა, კოკა-კოლას როგორც საწმენდ საშუალებასაც, გამოიყენებენ. 1. ამერიკის რამდენიმე შტატში პოლიციის ეკიპაჟს თან უნდა ჰქონდეს რამდენიმე ბალონი კოკა-კოლას. ეს სითხე მათ იმ შემვევაში სჭირდებათ, როცა ავარიის შედეგად დაზარელბული ადმიანისთვის სისხლის მობანვაა საჭირო; 2.უნიტაზის გასაწმენდათ, ჩაასხით მასში ერთი ქილა კოკა-კოლა და 1 საათის მანძილზე არ ჩარეცხოთ. ხოლო შემდეგ ჩარეცხეთ და მერწმუნეთ შედეგი გაგაოცებთ; ![]() 3.ავტომობილის ბამპერიდან ჭუჭყის ამოსაღებად, ყველაზე მარტივი საშუალებაა კოკა-კოლა. ამისათვის საჭიროა დაჭმუჭნულ ფურცელს შემოვახვიოთ ფოლგა, შემდეგ ამოვავლოთ კოკა-კოლაში და ამგვარად გავწმინდოთ იგი; 4.ტანსაცმლიდან ლაქის მოსაშორებლად, სამოსს იმ ადგილას დაასხით ერთი ქილა კოკა-კოლ, სადაც ლაქა აქვს. შემდეგ მოათავსეთ სარეცხის მანქანაში და ჩვეულებრივ სარეცხ ფხვნილში გარეცხეთ. ასე რომ მოერიდეთ კოკა-კოლის ხშირ მიღებას და არასოდეს დაივიწყოთ, რისი გამოწვევა შეუძლია მას. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს! ![]() ეს საინტერესოა: 10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით! სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!! ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში ! "მარგანცოვკის" სასარგებლო თვისებები, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით! სარეცხის საპნის გამოყენების 10 გასაოცარი გზა და მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები! 1183 3-ს მოსწონს
|