ნარკვევები ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. ( ნაწილი V ) 2017, 8 აგვისტო, 14:07 ![]() - მე ყოველთვის ვკითხულობ მაკიაველის, როცა ნებას მაძლევენ სნეულებანი და საქმენი, და მაინც, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ის პროფანია. - სარგებელი, ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ რომ უბიძგებს ხალხს, ენასა ჰგავს, რომელსაც ისინი სწავლობენ ისე, რომ არას დაგიდევენ გრამატიკას. - წარმოიდგინეთ აღებული მოსკოვი, დამარცხებული რუსეთი, შემორიგებული ან მკვდარი მეფე და მითხარით, განა გაუჭირდება საფრანგეთის დიდ არმიას, ტიფლისის დამატებით ნაწილებთან ერთად, განგამდე მისვლა?! - იმ დღეს, როცა ტახტიდან ჩამოგდებული მონარქები კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ სასახლეებს, მათ კეთილგონიერება ზღურბლს უკან დატოვეს. - მე მგონია აზროვნების უნარი სულის კუთვნილება უნდა იყოს. რაც უფრო მეტ სრულქმნილებას იძენს გონება, მით უფრო სრულქმნილია სული, და ადამიანი მით უფრო პასუხისმგებელია მის მიერ ჩადენილ საქმეთა გამო. - ერმა, ხალხმა, არმიამ, არც ერთმა ფრანგმა არ უნდა დაივიწყოს თავისი წარსული: იგი ხომ მათ დიდებას შეიცავდა! - ადამიანებს უნდა მართავდე იმ სადავით, რომლითაც ახლა მართავენ, და არა იმით, უწინ რომ მართავდნენ. - ჰანიბალს რომ გაეგო ჩემი გადასვლის შესახებ დიდი სენ-ბერნარის გზით, უბადრუკ წვრილმანად ჩათვლიდა თავის ალპიურ მოგზაურობას. - მე ვუერთდები ეპიქტეტეს, რომელმაც თქვა: " როცა შენზე ცუდს ამბობენ და ეს მართალია, გამოსწორდი, ხოლო თუ ეს სიცრუეა, დასცინე ამას". მე მასწავლეს, არ გამაკვირვოს არაფერმა. დასასვენებლად შემდგარი ყურადღებას არ ვაქცევ ნაირ-ნაირ ფინიებს, შარაგზაზე რომ ყეფენ. - ჩემს სიცოცხლეში არცთუ იშვიადათ შევმცდარვარ, მაგრამ ყველაზე მიუტევებელი ისაა, რომ ინგლისელებს ჩავბარდი: გადაჭარბებულად მწამდა მათი ერთგულება კანონისადმი. - ჩემი მონარქობისას მოხდა ისე, რომ ვისარგებლე შეწყალების უფლებით, რასაც შემდეგ ყოველთვის ვნანობდი. - ოციდან ცხრამეტ მათგანს, ვინც მბრძანებლობს, მორალი არ სწამს, მაგრამ დაინტერესებულია იმით, რომ ხალხმა ირწმუნოს, ძალაუფლებას ბოროტებისთვის როდი ვიყენებთო, - აი, რა ქმნის მათ წესიერ ადამიანებად. - ხელმწიფე არასოდეს არ უნდა დაეცეს იმ უბედურებაზე დაბლა, რაც განუმზადებია მისთვის ბედს. - არაფერი რიცხობრივად ისე არ ამრავლებს ბატალიონებს, როგორც წარმატება. - ხელმწიფე, ხალხზე რომ ფიქრობს და მათ კეთილდღეობაზე აგებს საკუთარ ბედნიერებას, - რომელ რომანში შეიძლება ამისი ნახვა? 250 1-ს მოსწონს
|