ნარკვევები იყო ბედნიერი მონების ენაზე ნიშნავს მშვიდად გეძინოს და იყო მაძღარი 2019, 18 იანვარი, 18:56 "იყო ბედნიერი მონების ენაზე ნიშნავს მშვიდად გეძინოს და იყო მაძღარი. იყო ბედნიერი?! მე მკლავს თქვენი წარმოდგენა ბედნიერებაზე, როგორც თხევადი და უგემური ფაფა! რამდენად დიდი სისულელე და ამაზრზენია ყველაფერი, რაზეც თქვენ ცვლით თქვენს დაფნის გვირგვინებს, თქვენს უკვდავებას. ო! ნეტარო ნათებავ, შენ, ვინც დაუღლელად მოძრაობ იქ, მაღლა, შენს მიუწვდომელ და დიად სამეფოში, მაძლევ მე შენი სულის ნაწილაკებს და მიგზავნი სხივებს, რომლებიც იჭრებიან ჩემს სხეულში და გონებაში! როგორ მინდა ვიყო ბედნიერი შენებურად და არა ამ მონების მსგავსად! მზის შვილებს ასაზრდოვებენ მათი გმირობები. ისინი ცხოვრობენ გამარჯვებით, სვამენ სიდიადეს საკუთარ სულში და სიხარულს საკუთარ ძლევამოსილებაში." იოჰან კრისტიან ფრიდრიხ ჰელდერლინი - "ჰიპერიონი". 67 1-ს მოსწონს
|