სისხლის სამართალი მილანში მოიტაცეს ბრიტანელი მოდელი სექს-მონად გაყიდვის მიზნით 2017, 7 აგვისტო, 16:20 ბოროტმოქმედებს ერთი კვირა დამწყვდეული ჰყავდათ 20 წლის ბრიტანელი მოდელი და ამ ხნის განმავლობაში ნარკოტიკებით ჭყიპავდნენ.
პოლონეთის მოქალაქე ლუკაშ ხერბამ მილანში მოიტაცა 20 წლის ბრიტანელი მოდელი, რომლის სახელიც არ ხმაურდება და შეეცადა გაეყიდა ინტერნეტაუქციონით დარკნეტში( DarkNet-კერძო ქსელი, სადაც გაერთიანებულები არიან ერთმანეთისთვის სანდო პირები, ინფორმაციის ანონიმური გაცვლით, "მეკობრული"ინტერნეტი) ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ხერბას ერთი კვირის განმავლობაში დამწყვდეული ჰყავდა გოგონა და ყოველდღიურად ნარკოტიკებით აბრუებდა, შემდეგ კი გადაწყვიტა სექს-მონად გაეყიდა დარკნეტში."ცოცხალი" ლოტის საწყისი ფასი 300 000 ევრო იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა ინტერნეტში ვერავინ გარისკა ასეთი საეჭვო საქონელში 300 ათასი ევროს გადახდა.ამის შემდეგ ხერბამ და მისმა თანამზრახველებმა სხვა ხერხს მიმართეს, -მოდელის აგენტს დაუკავშირდნენ და გამოსასყიდი მოსთხოვეს, აგენტი თავის მხრივ პოლიციას დაუკავშირდა. პოლიციამ სპეცოპერაცია დაგეგმა.დანიშნულ ადგილზე გამოსასყიდის გადაცემის მიზნით აგენტი პოლიციასთან ერთად გამოცხადდა. ლუკაშ ხერბა და მისი თანამზრახველები დააკავეს, გოგონა პოლიციამ გაანთავისუფლა.ის ავტომობილის საბარგულში ჰყავდათ დამწყვდეული უგრძნობლად.როგორც გაირკვა ბანდიტები კეტამინით ჭყიპავდნენ გოგონას. ლუკაშ ხერბამ დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მოდელის განთავისუფლებას აპირებდა, რადგან გაიგო, რომ ახალგაზრდა ქალს 2 წლის შვილი ჰყავდა. მილანის პროკუტარურა თვლის, რომ ხერბა და მისი ბანდა მიეკუთვნება დანაშაულებრივ დაჯგუფება "შავ სიკვდილს", რომლებიც დარკნეტზე შხამებით და ნარკოტიკებით ვაჭრობენ, აქამდე ისინი ადამიანებით ვაჭრობაში შემჩნეულები არ ყოფილან.გამოძიება გრძელდება. 173 4-ს მოსწონს 1-ს არა
|