x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139076
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები. (ნაწილი II )
image


- ისინი, ვინც ფუფუნებასა და მფლანგველობაში ეძებენ ბედნიერებას, იმათა ჰგვანან, სანთლების სინათლეს რომ არჩევენ მზის ბრწყინვალებას.


- მე ოქროს ვაფრქვევდი ჩემს მომხრეებს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ გამდიდრებული კაცი უკვე ნაკლებად იგდებს თავს სასიკვდილო საფრთხეში.


- ვინც ქველმოქმედებით აკეთებს საქმეს მხოლოდ იმის იმედით, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს, ახლოა ბიწიერებასთან.



- ამ ცხოვრებაში ყველაფერი გათვლის საქმეა: შუაგულს უნდა მოეჭდო სიკეთესა და ბოროტებას შორის.


- მე ჩემთვის შევქმენი ჩემი საუკუნე, ისევე, როგორც მე ვიყავი შექმნილი მისთვის.


- როცა მთელი ქვეყანა ხიშტების მეშვეობით ეწყობა, ეს სავსებით ლოგიკურია! საღი აზრი მაშინ სამართლიანობაში კი არა, არამედ ძალაშია.


- არიან ერთგვარი ქურდები, რომლებსაც კანონები არ სდევნიან და რომლებიც ადამიანებს ჰპარავენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია მათთვის, სახელდობრ, დროს.


- ჩამოაწიკწიკეს დიადი სიბრიყვენი სულის შესახებ, არადა უნდა ეცადო, იცოდე ის კი არა, რაც ადამიანებს უთქვამთ ამის შესახებ, არამედ - ის, რაც შეიძლება ჩვენმა საკუთარმა გონმა გაგვიმჟღავნოს სხვათა აზრებისაგან დამოუკიდებლად.


- მართალია, მე მინდოდა ამეღორძინებინა ძველი დრო, მაგრამ ეს არასოდეს არ მისულა იქამდე, რომ აღმედგინა ათენის დემოკრატია. ბრბოს მმართველობა მე არასოდეს მიზიდავდა.


- მე ვაშენებდი სოფლებს, ვაშრობდი ჭაობებს, ვაღრმავებდი ნავსადგურებს, ხელახლა ვასხვაფერებდი ქალაქებს და მანუფაქტურებს, არხით ვაერთებდი ორ ზღვას, ვაგებდი გზებს, აღვმართავდი ძეგლებს, მე მადარებდნენ ჰუნების ბელადს - ატილას! სამართლიანი განაჩენია, არა?!


- სიმამაცე ხურდა ფულივით პირობითია: ზოგიერთი, ვინც თამამად დაეძებს სიკვდილს მტერთან ბრძოლაში, ჯალათის წინ კანკალებს. ისე რომ, ყალბი მონეტებისა არ იყოს, მიმოქცევაში არიან უღირსი მამაცნიც. მართალი გითხრათ, სიმამაცე თანდაყოლილი თვისებაა - არ იყიდება.


- ბევრს ყვიროდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩემს დესპოტიზმად თვლიან. თუმცა მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რომ ერები არ არიან იმათი საკუთრება, ვინც მათ მართავს. კონსტიტუციონარად ქცეული ზოგიერთი მონარქი სწორედ ამის დავიწყებას ცდილობს.


- საზოგადოების მანკი იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც გრგვინვა ატმოსფეროში. თუკი წონასწორობა სიკეთესა და ბოროტებას შორის ირღვევა, ჰარმონია ქრება და იწყება რევოლუცია.


- მხდალი გაურბის იმას, ვინც მასზე უფრო ავია; სუსტს ამარცხებს ძლიერი, - აი, პოლიტიკური სამართლის წარმომავლობა.


- საჭიროა ხშირად იცვლებოდნენ არა მარტო გარნიზონები, არამედ ხელისუფლების სათავეში მდგომი ადამიანებიც; ეს აუცილებელია. სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ თანამდებობის პირნი გამუდმებით იცვლებოდნენ; თუ ამ პრინციპს არ დაიცავ, აუცილებლად მოგვევლინებიან საუფლისწულო მამულები და სენიორული მართლმსაჯულება.


- აქვე.....


"ძალიან შორს აბიჯებს, დროა აილაგმოს ეს ყმაწვილი!"


1796 წელს, იტალიის კამპანიის ჟამს სუვოროვი ნაპოლეონზე.

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0