მსოფლიო "მედიადიქტატორი": - როგორ ასუფთავებს პოლიტიკურ ველს პოროშენკო ჟურნალისტებისგან? 2017, 3 აგვისტო, 18:38
სამაგალითოა ასევე პოპულარული უკრაინული საიტის "Страна.UA" მთავარი რედაქტორის იგორ გუჟვას წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო საქმიანობა, რომელიც ამ წლის ივნისში დაიწყო. ცნობისათვის გუჟვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის, იულია ტიმოშენკოს, კუჩმას, იუშენკოს დროსაც მთავარი რედაქტორი და არა ერთი უსერიოზულესი გადაცემის წამყვანი იყო და ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ აგროვებდა მასალებს, თუმცა ის დღემდე მუშაობდა და არც ერთი წინამორბედი პრეზიდენტისგან საფრთხე არ უგრძვნია, განსხვავებით პოროშენკოსგან. ასევე განიხილავენ კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან კოცაბეს საქმიანობას, რომელიც გასულ წელს დააკავეს და წელიწადნახევარი ანუ დაახლოებით 500 დღე გაატარა ციხეში. საქმე გვაქვს ჟურნალისტების მიმართ მიკერძოებულ დევნაში, რომლებიც არ ეთანხმებიან რეჟიმის ქმედებებს, თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ - ერთი და არც თუ უსაფუძვლო უპირატესობაა ის, რომ ხელისუფლებას მედიამაგნატი ხელმძღვანელობს. ის ფაქტი, რომ პიოტრ პოროშენკო დღეს უკრაინაში პოლიტიკურ და სოციალურ მედიას აკონტროლებს ( ის არა ერთი უკრაინული მედიისა და მედია ჰოლდინგის 100 % - იანი წილის მფლობელია ), არავისთვის გასაიდუმლოებული არაა - წერს news.rambler.ru. 46 3-ს მოსწონს
|