x
image
ალექსანდრე ლექსო
ძუძუთა კვების სიკეთეები. რომელთა შესახებ თქვენ არ გეცოდინებათ
image


დღეს ყველა პედიატრმა იცის, რომ ბავშვისთვის საუკეთესო საკვები – დედის რძეა. ძუძუთა კვება სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის და ამაზე უარის თქმა დიდი შეცდომა იქნებოდა.

ბოლო გამოკვლევებმა ძუძუთა კვების კიდევ ახალი სიკეთეები აღმოაჩინა:


. უმჯობესდება ბავშვის ქცევა



ის ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებოდნენ, უფრო დამჯერნი და მშვიდნი იზრდებიან. უფრო წარმატებული არიან სკოლაშიც. ასეთი დასკვნა სამხრეთაფრიკელ 1500 ბავშვზე დაკვირვების შედეგად მიიღეს.


. კურნავს ასთმის სიმპტომებს


ზოგიერთ ბავშვს გენეტიკურ დონეზე აქვს მიდრეკილება ქრონიკული ასთმისკენ. შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ ასეთი ასთმის სიმპტომებს ძუძუთა კვება უმკლავდება.

დაკვირვება 368 ბავშვზე ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლო ეს დედის რძემ, კვლევები გრძელდება.


. მცირდება ინსულტის რისკი


ძუძუთა კვება სასარგებლოა დედისთვისაც. ჩინეთში 289 573 დედაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ის ქალები, რომლებიც ბავშვებს ძუძუთი კვებავდნენ უფრო ნაკლებად ავადდებოდნენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით და ინსულტით, ვიდრე დედები, რომლებსაც ბავშვები ხელოვნურ კვებაზე ყავდათ.


. იცავს გაფანტული სკლეროზისაგან


ათეროსკლეროზისაგან განსხვავებით, რომელიც ხანში შესულ ხალხს ემართება, გაფანტული სკლეროზით ძირითადად შუა ხნის ქალბატონები ავადდებიან. გამოკვლევამ, რომელშიც 433 ჯანმთელი ქალი და 397 გაფანტული სკლეროზით დაავადებული ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ის ქალები რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავდნენ 15 და მეტი თვის განმავლობაში, 53%– ით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე დედები, რომლებიც შვილებს 4 თვის განმავლობაში კვებავდნენ. როგორ იცავს დედას ძუძუთი კვება გაფანტული სკლეროზისაგან? ამ კითხვაზე მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ.


.ეხმარება დედას დაძლიოს ტკივილები საკეისრო კვეთის შემდეგ


ესპანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რა ფაქტორები მოქმედებენ საკეისრო კვეთის ჩატარების შემდგომ ტკივილების წარმოშობაზე. ამ მიზნით 185 დედა გამოიკითხა, მათ სთხოვეს მოეთხროთ, თუ რა ტკივილებს გრძნობდნენ ოპერაციის შემდეგ 24 საათის, 72 საათის და 4 თვის გასვლის შემდეგ.

კვლევამ აჩვენა, რომ ის დედები, რომლებიც ბავშვებს ძუძუთი კვებავდნენ, ქრონიკულ ტკივილებს სამჯერ უფრო იშვიათად გრძნობდნენ, ვიდრე დედები, რომლებსაც ბავშვები ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ.


. ბავშვებს სწორი მიკროფლორა უყალიბდებათ


ნაწლავების მიკლოფლორა ბავშვებს დაბადების დღიდან უყალიბდებათ. ლოს–ანჟელესელმა მეცნიერებმა ისტორიაში ყველაზე დიდი გამოკვლევა ჩაატარეს, თუ რა როლს თამაშობს ძუძუთა კვება ბავშვის ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. აღმოჩნდა, რომ მსხვილი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების 30% –ს ბავშვი დედის რძიდან ღებულობს, 10%–ს კი დედის მკერდის კანიდან. ამასთან ძუძუთა კვება ეხმარება სწორი მიკროფლორის ჩამოყალიბებაში მაშინაც, როცა ბავშვი ჩვეულებრივ კვებაზე გადადის.




0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0