სხვა როგორ შევინახოთ ატამი ზამთრისთვის, მარტივი მეთოდი 2017, 1 აგვისტო, 12:23 ატამი უამრავი ადამიანის საყვარელი ხილია, ზამთარში კი მისი მირთმევას თავისუფლად შეძლებთ თუ მას შეინახავთ. გთავაზობთ ატმის შენახვის მარტივ მეთოდს. დასერეთ ატამი X-ის ფორმით (ზედა ნაწილში) მოათავსეთ ცხელ წყალში რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩაალაგეთ ყინულებით სავსე წყალში. (ასე მარტივად მოშორდება კანი) მოაშორეთ კანი ატამს და დაჭერით ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი დაალაგეთ ისე რომ მეორეს არ ეხებოდეს, მოათავსეთ მაცივარში და გაყინეთ. გაყინული ატამი შეგიძლიათ მეორე დღეს გადაიტანოთ კონტეინერში და შეინახოთ ზამთრამდე მაცივარში. ზამთარში კი მოამზადებთ უგემრიელეს ფაფებსა და კომპოტს. საინტერესო სტატიები: სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი აჯიკა "ბოსტნეულის სალათი" ზამთრისთვის- მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი 1890 3-ს მოსწონს
|