სხვა სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი აჯიკა 2017, 31 ივლისი, 14:06 აჯიკა უამრავი ადამიანისთვის ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია. აჯიკის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. წარმოგიდგენთ აჯიკის მომზადების მარტივ და სწრაფ მეთოდს. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევისა და მოხარშვის გარეშე. თქვენ დაგჭირდებათ: პომიდორი 4კგ ბულგარული წიწაკა 1, 5კგ მწარე წიწაკა 3ცალი ნიორი 200 გრ ძმარი 200მგ მარილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი და მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცის მანქანაში, მოათავსეთ სუფთა ჭურჭელში და დაამატეთ მარილი და ძმარი. გააჩერეთ რამდენიმე საათი და პერიოდულად ურიეთ. (შესაძლებელია რამდენიმე დღეც გააჩეროთ) შემდეგ აჯიკა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. (შეგიძლიათ გაუკეთოთ ასპირინი) საინტერესო სტატიები: "ბოსტნეულის სალათი" ზამთრისთვის- სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი როგორ შევინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის- მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი 4696 4-ს მოსწონს
|