საბუნებისმეტყველო ოკეანეებში მომხდარი 5 ყველაზე უცნაური მოვლენა! 2017, 8 აგვისტო, 13:02 ოკეანე, მსოფლიო ოკეანე ("ოკიანე" ფინიკიურად "უნაპირო", ბერძნ. Okeanos — ოკეანე — დიდი მდინარე, რომელიც გარს აკრავს დედამიწას).
ოკეანე არის დედამიწის ზედაპირის მომცვლელი უწყვეტი გარსი, რომელიც გარს აკრავს კონტინენტებსა და კუნძულებს; ახასიათებს მარილების ერთნაირი შედგენილობა. ოკეანე ჰიდროსფეროს უმეტესი (94%) ნაწილია და მოიცავს დედამიწის ზედაპირის 70, 8%. ოკეანის ცნებაში ხშირად იგულისხმება წყლის მასის ქვეშ მდებარე დედამიწის ქერქიცადა მანტიაც. ოკეანის ცალკეულ ნაწილებში მკვეთრად განსხვავებული ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ოკეანის წყალი განუწყვეტლივ მოძრაობს და ურთიერთქმედებს ატმოსფეროსთან და ლითოსფეროსთან. ოკეანის სხვადასხვა ნაწილის რეჟიმი დაკავშირებულია ასტრონომიულ ფაქტორებთან და განედურ ზონალურობას ექვემდებარება. ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებურებები (ქარები) განაპირობებს მუდმივი და პერიოდული ოკეანური დინებების სისტემას, იწვევს ღელვას; მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები — მოქცევას. ოკეანის წყალი მზისგან მიღებული სითბოს უზარმაზარი რეზერვუარია. დინებების მეშვეობით ამ სითბოს გადანაწილება მნიშვნელოვნად განაპირობებს ხმელეთის დიდი სივრცეების ჰავას. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ოკეანეებში მომხდარ ყველაზე უცნაურ 5 მოვლენაზე, მაშასადამე თუ ინტერესი გძალავთ, მაშინ დაიწყეთ ჩვენი სტატიის კითხვა!
1. გაიძვერა ტალღები - მეცნიერები ამ ტალღების შესახებ დღემდე მუშაობენ, თუმცა დაზუსტებით არ იციან თუ საიდან წარმოიქმნება. ამერიკელ, ბელგიელ, ავსტრალიელ და ბრიტანელ მეცნიერების თეორიების თანახმად, ცუნამის წარმოქმნის გამომწვევი მიზეზის პოვნა შესაძლებელია, თუმცა გაიძვერა ტალღების მიზეზის აღმოჩენა ძალიან რთული და ამავდროულად შეუძლებელსაც ჰგავს. გაიძვერა ტალღებს მათემატიკური მოდელი არ გააჩნია. 2. ფიტოპლანქტონის ტალღები - ფიტოპლანქტონი უმცირესი ზომის ორგანიზმებია, რომლებიც მსოფლიო ოკეანეში ბინადრობენ. მოსალოდნელ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ისინი გამოსცემენ ქიმიურ ნაერთებს. როდესაც ფიტოპლანქტონები სანაპიროზე გამოირიყებიან, ოკეანეს სანაპირო ლურჯდება, განსაკუთრებით ღამით უკეთესად ხდება შესამჩნევი 3. პრიზომები - ცოცხალი ორგანიზმების გაერთიანება, რომელიც ოკეანის თბილ წყლებში ერთიანდებიან. 4. ნომურას მედუზა - ისინი ოკეანის ერთ-ერთ გიგანტად ითვლებიან. იწონიან საშუალოდ 200 კილოგრამს და იზრდებიან 2 მეტრამდე. ამ მედუზებს ტვინი, სისხლი და ხერხემალი არ გააჩნია, თუმცა ოკეანის ბინადართათვის ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. 2009 წელს, იაპონიაში ერთ-ერთ ექსპედიციის დროს, სადაც ნომურას მედუზაზე ნადირობა იყო გამოცხადებული, ნავი ჩაიძირა, საბედნიეროდ არავინ არ ემსხვერპლა ამ შემთხვევას.
5. სანაპიროზე გამორიყული ვეშაპი - კანადაში კუნზულ ნიუფაუფლენდის სანაპიროზე 25 მეტრიანი მკვდარი ვეშაპი გამორიყული იპოვეს. ვეშაპი არაბუნებრივად გაბერილი იყო. მოსახლეობას იმის შიში ჰქონდა, რომ ვეშაპი გასკდებოდა, რადგან მეთანის გაზით იყო გაბერილი. საბოლოოდ ასეც მოხდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. რა არის და როგორ წარმოიქმენბა ცუნამი?! 2.დაუჯერებელი ფოტოები, რომლებიც არარეალური გეგონებათ! 3.ფანტასტიური სილამაზის ქვეყანა - წარმოგიდგენთ ფოტოებს ისლანდიიდან! 4.4 ჩვევა, რომელიც ღვიძლისთვის მავნებელია! 5.5 დაუჯერებელი გადარჩენა ადამიანებისა, რომლებსაც ზვიგენები დაესხნენ თავს! 2591 4-ს მოსწონს 1-ს არა
|