x
image
t.x.
კბილის საცხის 17 უჩვეულო გამოყენება (ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს)
image
კბილის საცხი ყოველდღიური ჰიგიენს ჩვეულებრივი საშუალებაა, თუმცა ის ბევრ უჩვეულო სიტუაციაში გამოგვადგება, თუ გვეცოდინება მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. image

1. თეთრი ფეხსაცმლის (კეტების) გასარეცხად.

თეთრ ფეხსაცმელზე და მის ძირზე ხშირად ჩნდება შავი ხაზები, რომლის მოშორება კბილის საცხით ადვილადაა შესაძლებელი. ის შეიძლება ძველი კბილის ჯაგრისით და საცხით ამოვრეცხოთ.

2. ვერცხლეულის რეცხვა


კბილის საცხი საუცხოოდ წმენდს ლითონის ნებისმიერ საგანს. ვერცხლი ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს და კარგადაც გაპრიალდება.

3. პიანინოს კლავიშების გასაპრიალებლად

არაფერია გაყვითლებულ კლავიშებზე უფრო ცუდი დასანახი. კბილის საცხი როგორ კარგადაც აკრიალებს კბილებს, ასევე წარმატებით გაართმევს თავს კლავიშებს.

4. ქსოვილიდან მელნის და პომადის ლაქების ამოსაყვანად image

დაიტანეთ საცხი ლაქაზე, კარგად მოსრისეთ და ამორეცხეთ წყლით. შეამჩნევთ, რომ ლაქა გაღიავდა. გაიმეორეთ ეს ქმედება რამდენჯერმე, სრულ გასუფთავებამდე.

5. თქვენი სამზარეულოს ნივთებისთვის

კბილის საცხის დახმარებით, ადვილად მოაშორებთ წყლის ნალექს ჩაიდანს. ასევე კარგად შორდება ჩაის და ყავის ლაქები.

6. საღებავის მოსაშორებლად

თუ თმის შეღებვისას საღებავი კანზე წაგეცხოთ, ნუ შეშფოთდებით, კბილის საცხი ადვილად მოაშორებს მას.

7. მწერების ნაკბენიimageკბილის საცხი მოგიხსნით ქავილს, გაღიზიანებას, სიწითლეს და ნაკბენიც აღარ დაგაჩნდებათ.

8. მუწუკების მოსაშორებლად

თუ საღამოს მუწუკებზე მოივამთ კბილის საცხს, დილით ის აღარ გექნებათ. მას ანთების საწინააღმდეგო და გამომშრობი თვისება აქვს.

9. ასუფთავებს თქვენს უთოს

უთოს გაწმენდა კბილის საცხით უადვილესია, ის ახალივით გახდება. 10. მობილური ტელეფონის გასაწმენდად

დაიტანეთ ცოტაოდენი საცხი ტელეფონის ეკრანზე და რბილი ნაჭრით გაწმინდეთ. ის დაზიანების და ნაფხაჭნების გარეშე გასუფთავდება.

11. ფეხსაცმლის გასაწმენდად

გამოიყენეთ ის რეზინის, ტყავის და დერმატინის ფეხსაცმლის გასაწმენდად. ის არა მარტო კარგად გაასუფთავებს მას, სუნიც კარგი ექნება.

12. ხალიჩის გასაწმენდად

თუ ხალიჩა დაგილაქავდათ და ვერაფერს უხერხებთ, წაუსვით მასზე საცხი მათეთრებელი ეფექტით და ცოტა ხნის მერე მაგრად გაწურული ტილოთი ამოასუფთავეთ.

13. ფრჩხილების გასაწმენდად

ფრჩხილებიდან ლაქის მოშორების შემდეგ გარშემო დარჩენილ ნაწილებს ძველი ჯაგრისით და საცხით ამოისუფთავებთ.

14. დეზინფექციისთვის

თერმოსის, ქილების, და სხვა მსგავს ჭურჭელს სიქათქათეს და სიპრიალეს დაუბრუნებს.

15. დისკის გასაწმენდად

აკურატულად გაწმინდეთ დასვრილი დისკები კბილის საცხით და რბილი ტილოთი.image

16. სისხლდენის შესაჩერებლად

თუ გაპარსვისას სახე გაგეჭრათ, შეგიძლიათ საცხი წაისვათ, მოგვიანებით კი ჩამოიბნოთ.

17. აბაზანის დასასუფთავებლად. კბილის საცხი შეუდარებელია აბაზანის ნიჟარის, უნიტაზის, კაფელის გასახეხად. ის ბრწყინვალებას უბრუნებს ონკანებსაც. image




როგორ დავიკლოთ 8 კგ. ერთ კვირაში. "General Motors"- ის დიეტა (დასაშვებია თვეში 1-ჯერ)


რატომ გვაქვს გაბერილი მუცელი და როგორ მოვიშოროთ ის უსწრაფესად (იკლებთ ძილშიც)


11 შეცდომა, რაც ტელეფონს გიფუჭებთ


გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!








0
657
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
657