სხვა როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა 2017, 20 მარტი, 0:12
1. მეცადინეობა სავალდებულოა ყოველდღე. თუ დრო არ გყოფნით, 10-15 წუთი მაინც დაუთმეთ კითხვას ან გაიმეორეთ ახალი ფრაზები. მეცადინეობა განსაკუთრებით ეფექტურია დილით. 2. თუ თქვენი ინტერესი ენის შესწავლის მიმართ მალე ქრება, მოიგონეთ მეცადინეობის რამე თქვენეული ხერხი. მაგ: ცოტა მეცადინეობა, მერე ცოტა მუსიკა, ან გაისეირნეთ, ოღონდ ისევ დაუბრუნდით წიგნებს. 3. კონტექსტი - ეს ყველაფერია. არასდროს ისწავლოთ ცალკეული სიტყვები. მაქსიმალურად გამოიყენეთ კონტექსტი. მაგ: "ძლიერი ქარი"- ერთი სიტყვის დამახსოვრება ავტომატურად იწვევს მეორისასაც. 4. განსაკუთრებით სასარგებლოა ამოწეროთ ცალკეული უკვე მზა ფრაზები და ხშირად გამოიყენოთ მეტყველებაში. 5. გონებაში გადათარგმნეთ ყველაფერი რაც თვალში მოგხვდებათ - რეკლამები, სიმღერები, დიალოგები, გაზეთის სტატიის სათაურები. ეს ტვინის საუკეთესო სავარჯიშოა. 6. დაიზეპირეთ პატარა ტექსტები და დიალოგები. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ისინი აუცილებლად სწორი იყოს. 7. მზა ფრაზები და იდიომები (გამონათქვამები) დაიხსომეთ პირველ პირში. 8. არც ერთი უცხო ენა არ უნდა ისწავლოთ იზოლირებულად. უნდა შეუტიოთ ყველა მხრიდან: უყურეთ ფილმებს, იკითხეთ, ესაუბრეთ ვინმეს ამ ენაზე. 9. ნუ შეუშინდებით შეცდომებს. არაფერი დატოვოთ ისე, რომ არ გადაამოწმოთ - სჯობს კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ. 10. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფრის მიუხედავად ენას ისწავლით. დადგება დრო, როცა რაოდენობა გადაიზრდება ხარისხში და ენობრივი ბარიერი გადაილახება. და ბოლოს, როცა 86 წლის კატო ლომბი შეხვდა თავის 54 წლის მეგობარს, უთხრა თავისი ცხოვრების ძირითადი ფრაზა: "სტივ, შენ ისე ახალგაზრდა ხარ! რამდენი წელი გაქვს წინ, კიდევ რამდენ ენას ისწავლი".
როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი - რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები
როგორ მივიღოთ "შერლოკის" მსგავსი სუპერ ჭკვიანი მეხსიერება 40 დღეში
საოცარი ისტორია, თავგანწირვა, რომელიც ბევრ ადამიანს შეშურდება 20053 6-ს მოსწონს
|