მსოფლიო როგოზინი რუმინელებს დაემუქრა 2017, 28 ივლისი, 23:15 რუსეთის ვიცე–პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა სოციალურ ქსელში Twitter –ის თავის გვერდზე დაწერა "ნაძირლებო, ელოდეთ პასუხს"
დიმიტრი როგოზინი მოსკოვიდან კიშინიოვში, მოლდავეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაებლად მიფრინავდა. რადგან უკრაინამ რუსულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა, ფრენა უნგრეთის და რუმინეთის გავლით უნდა შესრულებულიყო. მაგრამ რუმინეთის მხარემ თვითვმფრინავი არ გაატარა და ისიც უნგრეთიდან უკან დაბრუნდა და ბელორუსიაში, მინსკში იძულებითი დაშვება განახორციელა.
.
რუმინეთის მხარემ სწორედ დიმიტრი როგოზინის გამო აკრძალა ფრენა, რადგან მის წინააღმდეგ სანქციები ვრცელდება. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ნოვიკოვის განცხასებით "ეს არამეგობრული ნაბიჯია რუმინეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მოახდენს დიპლომატიორ რეაგირებას ამ შემთხვევაზე." 221 შეფასება არ არის
|