x
image
DianaMaverick
გოგონა ჯინსით და უსახელო მაიკით!-მორალი:-''შეცვალე შენი აზროვნება და არა ტანისამოსი!''
image

ერთხელ, ორი მეგობარი ბიჭი ბაღში იყვნენ და საუბრობდნენ როდეასაც მათ ერთმა გოგონამ ჩაუარა.

-''შეხედე ძმაო, შეხედე, რა მაგარი გოგოა!''უთხრა ერთმა მეორეს და წამოძახილები დაუწყო:

-''ვა, ვა, გოგონი, სად მიდიხარ?''


-''რას აკეთებ?შეწყვიტე!''-მეგობარი ბიჭი შეეეცადა გაეჩუმებინა თუმცა უშედეგოდ.

გოგონამ გზა განაგრძო, თითქოს არც გაუგონია.

''-ხო, ხო შენ გეუბნები, მოდი ჩემთან, მეც კი მყავს მანქანა!''-არ ცხრებოდა ჯიუტი ძმაკაცი.

მეგობარმა რომ ვერაფერი გააწყო მკაცრად კითხა:

-''რატომ ავიწროვებ და არცხვენ გოგოს?''

-''რას ვარცხვენ, ეს თვითონაც უნდა, შეხედე ჯინსი და უსახელო მაიკა აცვია!რატომ?მისკენ მიხმობს ძმაო!''

-''ხო არა?წამოდი აბა...''-წამოიძახა გაბრაზებულმა მეგობარმა და ის იმ გოგოსთან მიიყვანა რომელიც ჯერ კიდევ იქვე გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა.

-''გამარჯობა, ეს ჩემი მეგობარია...როდესაც ვკითხე რატომ გესროდა უხამს კომენტარებს, მან მიპასუიხა რომ შენი ჯინსის და უსახელო მაიკის გამო, მაშინ ამასაც ჯინსი და უსახელო მაიკა აცვია, ხოდა აქაა, რაც გინდა ის უთხარი და ორმაგად გადაუხადე სამაგიერო!''-მიმართავდა გაბრაზებული მეგობარი გოგონას.

გოგონამ უარის ნიშნად მორცხვად თავი გადააქნია.

-''ხედავ? მიუხედავად იმისა რომ შენც ჯინსი და უსახელო მაიკა გაცვია, მან არაფერი გაკადრა''-მიუბრუნდა ისევ მეგობარს.-''ასე რომ, შეცვალე შენი აზროვნება, და არა ტანსაცმელი!''-არ ცხრებოდა იგი.

შერცხვენილი მეგობარი მიუბრუნდა და გოგონას ბოდიში მოუხადა.

მორალი:ნუ განსჯი ადამიანს მისი ჩაცმულობით, ეს მხოლოდ ნაჭერია...მთავარი ხომ ადამიანის სულიერება და ხასიათია.

P.S.ის რომ მოკლე მაცვია, უსახელო ან რამე გამომწვევი, იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ ამით ბიჭებს ვიხმობ...უბრალოდ მასში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავსდა მეტი არაფერი! ბევრი მინახია გრძელკაბიანი ''მსუბუქი ყოფაქცევის'' გოგო და გამომწვევად ჩაცმული ''პატიოსანიც!''

აქვე ვიდეო ვერსიაც:

5
218
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
218
  
2017, 29 ივლისი, 22:43
ტავისებურად მოკლეც ლამაზია და გრძელიც,გააჩნია რა სად და როდის,ან შენ აგნაგობას რა შეესაბამება,ამათ ტუ ვერ არჩევ ეგ შენი პრობლემაა თუ ვერ გაგიგია რა გიხდება და სად რა უნდა ჩაიცვა. :)
2017, 29 ივლისი, 21:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 29 ივლისი, 21:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 29 ივლისი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 29 ივლისი, 21:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5