პატარა ეკითხება დედას:
-''დედიკო, ზოგი თმის ღერი რატომ გაქვს ჭაღარა?''
დედა შეეცადა ეს სიტუაცია გამოეყენებინა და ბავშვისთვის ესწავლა და უთხრა:
-''ეს მხოლოდ შენს გამოა საყვარელო, ყოველი შენი საქციელი ჩემს ერთ ღერ თმას აჭაღარავებს.''-მიუგო მომღიმარმა დედამ იმ იმედით რომ მისი გოგო უფრო ჭკვიანი და დამჯერე გახდებოდა.
ბავშვმა კი დაუფიქრებლად წამოიძახა:
-''აჰა, ეხლა კი გავიგე ბებოს რატომ აქვს ამდენი ჭაღარა.''
P.S. პატარები, რა საყვარლები არიან, ზოგჯერ რას არ იტყვიან.