x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ გამოვთვალოთ რამდენი კალორია გვჭირდება დღიურად, რომ სასურველ წონამდე დავიკლოთ
image

გახდომა რომ დაიწყოთ, საჭიროა კალორიების დეფიციტი შექმნათ, ანუ დახარჯოთ უფრო მეტი, ვიდრე იღებთ.მაგრამ როგორ განვსაზღვროთ თუ რა რაოდენობის კალორიები უნდა მივიღოთ, რომ სასურველ წონამდე დავიკლოთ?


წონაში დაკლებისას ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ-სქესი, ასაკი, ცხოვრების წესი, დაავადებები, ამჟამინდელი წონა, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, კლიმატი და ა.შ.


რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო ნელდება ნივთიერებათა ცვლა, ენერგია ნაკლებად იხარჯება და დღიურად მისაღები კალორიების რიცხვიც იკლებს. კითხვაზე, თუ რამდენი კალორია ჭირდება ადამიანს დღიურად, რამდენიმე ფორმულა შემუშავდა სქესის, ასაკის, წონის და დღიური აქტივობის გათვალისწინებით.



გამოთვლის ყველაზე ადვილი მეთოდი


ეს მეთოდი მათ გამოადგებათ ვისაც რამდენიმე კგ-ს დაკლება სურს. მაგალითად, თქვენ იწონით 65კგ-ს და გსურთ 60 კგ იყოთ, 60 გაამრავლეთ შემდეგ კოეფიციენტზე:


27-ზე - თუ სპორტით საერთოდ არ ხართ დაკავებული და თქვენი სამუშაოც არ მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას.


29-ზე - თუ იშვიათად მაინც ხართ სპორტით დაკავებული (მაგალითად, დასვენების დღეებში ცურავთ ან ფიტნეს კლუბს სტუმრობთ).


34-ზე - თუ სპორტს რეგულარულად მისდევთ და ინტენსიურად ვარჯიშობთ.


37-ზე - თუ სპორტით თითქმის ყოველდღე და ინტენსიურად ხართ დაკავებული.


42-ზე - თუ სპორტით ყოველდღე ხართ დაკავებული ან სამსახური მძიმე ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს.


დავუშვათ, საერთოდ არ მისდევთ სპორტს. მაშინ ის 60კგ, რომლისკენაც მიისწრაფით, უნდა გაამრავლოთ კოეფიციენტ 27-ზე. მივიღებთ 1620 კალორიას, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი არ არის, ამ რიცხვს მისი 10% უნდა გამოვაკლოთ, ამ შემთხვევაში 162. 1620-162=1458. სწორედ 1458 კალორიაა თქვენი დღიური ნორმა.


და ბოლოს, მნიშვნელოვანი რჩევა, ნუ შეეცდებით კვირაში 1კგ-ზე მეტის დაკლებას, თუ არ გინდათ, რომ ჯანმრთელობას ავნოთ.

2
1734
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1734
  
2019, 28 ივნისი, 23:49
ამ ფორმულით თუ გამოვთვლით 1498 კალორიაა თქვენი დღიური ნორმა
2019, 28 ივნისი, 10:48
მე ვიწონი 50კგ-ს და მინდა ვიყო 45-კგ , ჩემი კალორიების დღიური ნორმა რომ მითხრათ შეგიძლიათ ? ასევე ვარ სპორტით ინტენსიურად დაკავებული ანუ 37-ზე - თუ სპორტით თითქმის ყოველდღე და ინტენსიურად ხართ დაკავებული.
0 1 2