ქალების და კაცების უმრავლესობას უყვარს გარუჯვა.ამისთვის მრავალ მეთოდს მიმართავენ.იდეალური
“ზაგრის„ მისაღებად არსებობს რამოდენიმე მთავარი წესი.
თანაბარი “ზაგარი“ და ბრწყინავი კანი, მრავალი ქალის
ოცნებაა. ექსპერტები თვლიან რომ კანის და მთელი ორგანიზმის დასაცავად საჭიროა დავიცვათ
რამოდენიმე წესი :
1. დამცავი საშუალებები.
აუცილებელია რომ
დავიცვათ კანი მზის სხივებისგან და დამწვრობისგან. ეს საშუალებები საჭიროა რათა შემციროთ
მავნე მზის სხივების ზეგავლენა კანზე და მივიღოთ თანაბარი და ლამაზი “ზაგარი“.
2. მზეზე გასვლის დრო.
თქვენ თავიდანვე ზუსტად უნდა განსაზღვროთ
რა დროს გაატარებთ მზეზე.
ბევრი ცდილობს ზაგარი მიიღოს მინიმალურ
დროის პერიოდში, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან საშიშია.შედეგად მივიღებთ ისეთ დამწვრობას
რომელიც საშიშია კანისთვის.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის
ფაქტი, რომ მზე ყველაზე აქტიური ხდება 12 დან 15 საათამდე.ამ დროს გარუჯვა არ შეიძლება.
3. ტუჩები.
გარუჯვისას არ დაივიწყოთ ტუჩების
კანი.საქმე იმაშია რომ ტუჩის კანი არის ძალიან დელეკატური და მგრძნობიარე, ამიტომ მოითხოვს
აუცილებელ მოვლას.არსებობს უამრავი საშუალებები ტუჩის კანის მოსავლელად.
4. ღია ფერის და მგრძნობიარე კანი.
მათ ვისაც აქვთ
ნათელი და მგრძნობიარე კანი სჭირდებათ განსაკუთრებული
დამცავი საშუალებები მაღალი SPF ფილტრით. უკეთესი იქნება თუ დამცავი საშუალებების შეძენისას
დახმარებისთვის ფარმაცევტს მივმართავთ.
5. წყალი და “ ზაგარი „
არ დაგავიწყდეთ
რომ წყალი ირეკლავს მზის სხივებს რაც ზრდის დამწვრობის რისკს.რეგულარულად 2–3 საათში წაისვით დამცავი საშუალებები.