საზოგადოება გაინტერესებთ რომელია ცხოვრების საუკეთესო პერიოდი? წაიკითხეთ და გაიგებთ! 2017, 27 ივლისი, 20:57
18 მარტი იყო და 2 დღეში 30-ი მისრულდებოდა.თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობდი რადგან ახალ დეკადაში შევდიოდი და მეგონა რომ ჩემი საუკეთესო წლები უკვე წარსულს ჩაბარდა.
ჩემ ყოველდღიურ განრიგში შედიოდა ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე სავარჯიშო დარბაზში მივსულიყავი და მევარჯიშა, იქ ჩემ მეგობარ ნიკოლასს ვნახავდი რომელიც 75 წლის იყო, თუმცა საოცარ ფორმაში იმყოფებოდა.
ხოდა ამ კონკრეტულ დღეს, როდესაც 2 დღეში 30-ის გავხდებოდი, როგორც ყოველთვის სავარჯიშო დარბაზში მივედი და იქვე მოვარჯიშე ნიკოლასს მივესალმე.მან ეგრევე შემამჩნია რომ უღიმღამოდ და მოწყენილი ვიყავი და მკითხა რაში იყო საქმე.მე ვუთხარი რომ 30 წელი მაშინებდა, დამაინტერესა ნიკოლასის ასაკში მე რა აზრის ვიქნებოდი ამ ყველაფერზე და ვკითხე:
-''შენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი როდის იყო?'' ყოველგვარი დაფიქრებისა და ყოყმანის გარეშე ნიკოლასი მომიბრუნდა და მეუბნება: -''მისმინე ჯონ, ასეთია ჩემი ფილოსოფიური პასუხი შენს ფილოსოფიურ კითხვაზე: როდესაც ბავშობაში მე ავსტრალიაში ვიყავი, არაფერი მადარდებ და და ჩემი მშობლები თავს მევლებოდნენ, აი, ის იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! როდესაც სკოლაში დავდიოდი და ისეთ რაღაცეებს ვსწავლობდი რაც დღეს ვიცი, აი, ის იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა და ჩემი საკუთარი ფულის გემო გავიგე, აი, ის იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში! როდესაც მე ჩემი ცოლი გავიცანი და პირველად შემიყვარდა, აი, ის იყო ჩემი ცხპოვრების საუკეთესო პერიოდი! როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მე და ჩემმა ცოლმა ავსტრალია დავტოვეთ გემით და თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდით, აი, ის იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! როდესაც ჩვენ კანადაში დავსახლდით და ახალი ცხოვრება დავიწყეთ, აი, ის იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! როდესაც მამა გავხდი, და ვუყურებდი თუ როგორ იზრდებოდა ჩემი ვაჟკაცი, აი, ის იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! და ეხლა, ჯონ, მე 75 წლის ვარ თუმცა ჯანმრთელი, თავს კარგად ვგრძნობ და რაც მთავარია ჩემი ცოლზე დღესაც შეყვარებული ვარ უზომოდ, აი, ეს არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი!'' მორალი:ყოველთვის დააფასეთ სიცოცხლე და მადლობელი იყავით თითოეული გათენებული დღისათვის, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის რომ დრო წარსულზე ტირილში გავატაროთ, მითუმეტეს ასაკის გამო...ნებისმიერი ასაკი და ცხოვრების ეტაპი თავისებურად საუკეთესოა, ასე რომ იბედნიერეთ ყოველი დღით! 27 1-ს მოსწონს
|