x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
წერის უნარი და რეკომენდაციები მისი განვითარებისთვის
image

როგორც ცნობილია, წერა რთულად ორგანიზებული ფსიქიკური ოპერაციაა, რომლის დაუფლებაც მრავალი უნარი კოორდინირებულ განვითარებას გულისხმობს. წერის უნარის ათვისება წარმოადგენს გაცნობიერებულ აქტს, რომლის დაუფლებაც სპეციალურად დაგეგმილი დასწავლის პროცესში ხორციელდება.


იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს წერის ოპერაციის თუნდაც მარტივი სიტყვის დამოუკიდებლად ჩაწერა, მას უნდა შეეძლოს სიტყვის შემადგენელი ბგერების ერთმანეთისგან გარჩევა, ბგერების საჭირო თანმიმდევრობის დაცვა წერის პროცესში, გახსნება ასოს სწორი მოყვანილობისა და ბოლოს, უნდა ჰქონდეს შესაბამისად განვითარებული ნატიფმოტორული უნარი, ასოს სწორად გამოსაყვანად.


ცალკეული ასოს გამოწერის დასწავლა წერის უნარის განვითარებას არასდროს არ უზრუნველყოფს. პარალელურად აუცილებელია სიტყვის შემადგენელი ერთეულების- ბგერების აღქმასა და გამოდიფერენცირებაზე მუშაობა. წერის პროცესის პირველ ეტაპს სიტყვის შემადგენელ ერთეულთა ანალიზი წარმოადგენს. ხმოვანი ნაკადიდან, მოსწავლემ უნდა გამოადიფერენციროს ის ერთეულები (მარცვლები და ბგერები), რისგანაც შედგება სიტყვა. მან უნდა განსაზღვროს რომელია პირველი ბგერა, მომდევნო და ა.შ.



სიტყვის ანალიზის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სიტყვის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობების დამახსოვრება და მათი რიგის სწორად ჩაწერა. წინაადადებების ჩაწერისას კი, სიტყვების თანმიმდევრობების დაცვაც არის საჭირო.


სავარჯიშოები წერის უნარის განვითარებისთვის :


1. უთხარით მოსწავლეს წინადადება; დაავალეთ ბავშვს დაუკრას ტაში იმდენჯერ რამდენი სიტყვაც არის წინადადებაში.

2.უთხარით მოსწავლეს სიტყვა, დაავალეთ დაუკრას ტაში იმდენჯერ, რამდენი მარცვალიც არის სიტყვაში, რამდენი ბგერაც ესმის. თავდაპირველად შეარჩიეთ მარტივი სიტყვები და თანდათანობით გაართულეთ.

3.უთხარით მოსწავლეს ერთი გრძელი და ერთი მოკლე სიტყვა; წაახალისეთ გაიმეოროს და თქვას რომელია გრძელი სიტყვა, რომელია- მოკლე.

4.უთხარით მოსწავლეს სიტყვა; წაახალისეთ განსაზღვროს, რომელია სიტყვის პირველი ბგერა, ბოლო ბგერა. შეგიძლიათ, სიტყვის შესაბამისი გამოსახულების გამოყენება.

5.უთხარით მოსწავლეს სიტყვა; წაახალისეთ განსაზღვროს, არის თუ არა ამ სიტყვაში მითითებული ასო.

6.მოსწავლეს მიეცით ბარათი გამოსახულებით და მოძრავი ანბანის შესაბამისი ასოები არეული თანმიმდევრობით; ბარათის დასახელების შემდეგ, დაავალეთ მოსწავლეს სწორი თანმიმდევრობით დაალაგოს ასოები, რათა შესაბამისი სიტყვა აეწყოს.


რეკომენდაციები და სავარჯიშოები ასოების გრაფიკული გამოსახულების და მისი წინმსწრები უნარების განვითარებისთვის :


1.წერის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, წერის წინმსწრები უნარების განვითარება, როგორიც არის საწერი საშუალების ხელში ჭერის უნარი, გაფერადება, მარტივი ნახატის შექმნა და ა.შ. წაახალისეთ მოსწავლე ხშირად დახატოს და გააფერადოს. დაავალეთ გაფერადებისას დაიცვას და არ გადავიდეს კონტურებს, გასაფერადებლად შეურჩიეთ საშუალო ზომის ფიგურები, ფართე კონტურებით.

2.წერის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლე დაეუფლოს წერის წინმსწრები მარტივი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვას.

3.ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გავლებას, წრეწირის დახატვას, ოთხკუთხედისა და სამკუთხედის გამოსახვას.

4.დაავალეთ მოსწავლეს ქაღალდზე წყვეტილი ხაზების შეერთება.

5.უნარის გავარჯიშების შემდეგ, მოსწავლეს გაურთულეთ დავალება, დაავალეთ შეაერთოს ორი მოშორებული წერტილი სწორი ხაზით.

6.წერტილების შეერთებით დაასწავლეთ სამკუთხედისა და ოთხკუთხედის ხატვა.

7.წაახალისეთ, შექმნას მარტივი ნახატი გეომეტრიული გამოსახულებების გამოყენებით.


0
273
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა პარხომენკო
თეონა პარხომენკო
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0