x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო. დიასახლისებო ეს უნდა იცოდეთ!
ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს ხშირი რეცხვა, თუმცა ტანსაცმელს ისე ვერაფერი აფუჭებს, როგორც მისი არასწორი რეცხვა. რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს, რათა შევუნარჩუნოთ მათ ხარისხი? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, თუ რომელია ტანსაცმლის რეცხვისა და მოვლის სწორი ხერხები. რჩევები კი საუკეთესო სასტუმროების თანამშრომლების მიერ არის რეკომენდებული.




1. როგორ დავტვირთოთ სარეცხის მანქანა?image
სარეცხის მანქანა მხოლოდ 80%-ით უნდა დატვირთოთ. თუ ტანსაცმელს (პირობითად) მაქსიმალური რაოდენობით მოათავსებთ მასში, ის ნორმალურად არ გაირეცხება. თუმცა, თუ ნორმაზე ძალიან ნაკლებ გასარეცხ ტანსაცმელს მოათავსებთ, ამით სარეცხი მანქანის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას დააჩქარებთ.





2. რამდენი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა?image
სარეცხის მანქანაში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 40-60 გრადუსი. ეს ის ტემპერატურაა, რომელიც სპობს თეთრეულსა და ტანსაცმელზე არსებულ ბაქტერიებს. ცივი წყლის ნაკადი ვერ სპობს მტვერს, ტკიპებსა და ბაქტერიებს, ძალიან ცხელი წყალი კი აფუჭებს ქსოვილს.





3. რა საშუალებების გამოყენება შეიძლება რეცხვის დროს?


image
ხშირად ვიყენებთ ტანსაცმელს რეცხვის დროს კონდიცირების ქიმიურ საშუალებებს, თუმცა კარგი იქნება თუ გამოიყენებთ თეთრ ძმარს. თქვენი პირსახოცები და თეთრეული, რომლებიც რეცხვის შემდეგ უხეში ხდება, ძმრის გამოყენებით რბილი გახდება. გამოიყენეთ 100 მლ თეთრი ძმარი დამარბილებლად.





4. როგორ ვებრძოლოთ ლაქებს?image
დალაქავებული ტანსაცმლიდან ლაქა სარეცხის მანქანაში რეცხვის შემდეგ ხშირად არ ამოდის. ამიტომ გეტყვით ხუთ მარტივ ხრიკს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს შეუნარჩუნებს ძველ იერს.


● ცხიმიან ლაქას (ახალს) დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი (კრახმალი), შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.


● ტომატისა და სოუსის კვალს ადვილად ამოაცილებს პრეპარატი WD-40. გააჩერეთ 5-10 წუთი, ამის შემდეგ კი თუნდაც ცივი წყლით გარეცხეთ.


● იღლიის არეში თეთრი ტანსაცმელიდან ყვითელი ლაქების ამოსაღებად გარეცხეთ ის ფხვნილის გარდა მათეთრებელთან ერთად 40 გრადუს ტემპერატურაზე.


● თუ ერთი საათით მარილიან წყალში ჩაალბობთ ტანსაცმელს ( კომბინაცია- 1 ლიტრ წყალთან 1 სუფრის კოვზი მარილი), ის ადვილად ამოიღებს ყავისა და ღვინის ლაქებს.image

● სოდა დაეხმარება თეთრ ტანსაცმელს სიყვითლის მოცილებაში, ასევე მოაცილებს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა ჩაამატეთ ფხვნილთან ან სარეცხის საპონთან ერთად და გარეცხეთ ცხელი წყლით.





5. სარეცხის სწორად შრობის წესი.image
ექსპერტები გვირჩევენ, რომ სარეცხი აუცილებლად გავაშროთ ჰაერზე, თუ მზის სხივი იქნება, კიდევ უკეთესი. თუ სარეცხის გაშრობა საშრობ მოწყობილობაზე სახლში გიწევთ, რეცხვის დროს სარეცხთან ერთად შეაგდეთ ჩოგბურთის ბურთი. ის ტენს შეიწოვს და სარეცხი უფრო ფუმფულა გახდება.




იხილეთ აგრეთვე:


შეცდომები რეცხვის დროს, რომელიც აფუჭებს თქვენს ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ!

სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!
სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?
თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!
როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე
ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო
აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?
როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?


4
17805
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
17805
  
2017, 26 ივლისი, 12:53
მივხვდი :) ეგ არ იდარდო.
2017, 26 ივლისი, 12:45
ზეჟანგი–ძეჟანგი დამიწერია :)
2017, 26 ივლისი, 12:35
გაიხარე გუჯა.
2017, 26 ივლისი, 12:06
ძალზე საინტერესოა მაკა, ერთს დავამატებდი მხოლოდ–წყალბადის ძეჟანგია უებარი საშუალება ნებისმიერი ლაქის ამოსაყვანად, სისხლის ჩათვლით. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ.
0 1 4