სხვა ამერიკის ქალაქ გარდინერში შაბათობაზე გასასვლელად მოსახლეობას მარიხუანას შეპირდნენ 2017, 25 ივლისი, 16:58 ![]() შაბათობა მოაწყო ბიზნესმენმა დენის მიჰანმა, რომელიც სამედიცინო მარიხუანის სადისტრიბუტორო კომპანიას ფლობს.რა თქმა უნდა მეწარმემ დააზუსტა, რომ აქცია მხოლოდ სრულწლოვან ადამიანებს ეხება(აშშ-ში 21 წელი), ხოლო მარიხუანით დაჯილდოვდება ის მოქალაქე, რომელიც ერთ ტომარა ნაგავს შეაგროვებს. შედეგები Summit Medical Marijuana-მ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ნაგვის ტომრებით სავსე კონტეინერი. ![]() დენის მიჰანი აღნიშნავს, რომ მომავალში აპირებს გააფართოვოს შაბათობის აქციები მთლიანად შტატი მენის ტერიტორიაზე. ![]() 58 3-ს მოსწონს 1-ს არა
|