x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ თვლიდნენ, რომ სტალინი, თემურლენგის რეინკარნაცია იყო?

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ დიდი სამამულო ომის დაწყება, 1941 წლის ივნისში, სამარყანდში (უზბეკეთი), საბჭოთა არქეოლოგების მიერ, თემურლენგის სამარხის გახსნის შედეგი იყო. არის, თუ არა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის და რეალურია, თუ არა, თემურლენგის წყევლა?


image


დიდი ემირი


თემურლენგი (1336-1405 წწ.), ჩინგიზ-ყაენის ერთ–ერთი შვილთაშვილი იყო და მას სამშობლოში თემირს (თურქულად, «რკინა») ეძახდნენ. მან შუა საუკუნეების ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა. თემურლენგმა სახელი წინა აზიაში, ინდოეთში და ჩინეთში ლაშქრობებით გაითქვა. დაიპყრო ხვარაზმი და გაანადგურა ოქროს ურდო. აზიის დიდი ნაწილის დაპყრობის შემდეგ, მან ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რომლის დედაქალაქი სამარყანდი იყო. ხოლო, თავად თემურლენგი «დიდი ემირის» წოდებას ატარებდა.

imageთუმცა, მას მხოლოდ ომები და ხელისუფლება არ აინტერესებდა. გადმოცემით, ის ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანი იყო, იცოდა რამდენიმე ენა, მათ შორის, სპარსული და არაბული, გათვითცნობიერებული იყო მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. იცოდა ისტორია, ფილოსოფია, უყვარდა ლიტერატურა... ის 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოტრარში (ყაზახეთი) გარდაიცვალა. მისი ბალზამირებული სხეული შავი ხისგან დამზადებულ სარკოფაგში მოათავსეს, რომელსაც ზემოდან ვერცხლის ბროკატი (ფარჩა) ჰქონდა შემოკრული და სამარყანდში გადაასვენეს. დიდი ემირი, იმ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ დაუსრულებელ, გურ-ემირის მავზოლეუმში დაკრძალეს, რომელიც შემდგომში, მისი ოჯახის საგვარეულო მავზოლეუმად იქცა.


როგორ გაჩნდა ლეგენდა, წყევლის შესახებ


თემურლენგის ნეფრიტის საფლავის ქვაზე, უამრავი წარწერაა არაბულ ენაზე. ლეგენდის მიხედვით, ერთ–ერთის შინაარსი ასე ითარგმნება: «როდესაც ავდგები, სამყარო შეინჯღრევა». სხვა ვერსიით, სარკოფაგის შიგნით ასეთი წარწერა იყო: «ყველა, ვინც ჩემს სიმშვიდეს დაარღვევს, ამ, თუ მომდევნო ცხოვრებაში, ტანჯვა ელის და დაიღუპება». გადმოცემით, 1747 წელს, მისი საფლავის ქვა ნადირ-შაჰმა (ირანის შაჰი, 1736–1747 წწ.) წაიღო და იმავე დღეს, ირანში, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ხოლო, თავად შაჰი, რომელიც ისევ სამარყანდში იმყოფებოდა, ავად გახდა. ქვა მაშინვე ადგილზე დააბრუნეს, ხოლო ნადირ–შაჰი სამშობლოში დაბრუნდა.


საბედისწერო გათხრები


1941 წლის ივნისში საბჭოთა ხელისუფლებამ გურ-ემირის მავზოლეუმის სამარხების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – დირექტივას ხელს, თავად სტალინი აწერდა. გათხრების ოფიციალური მიზეზი, უზბეკი პოეტის ალიშერ ნავოის (1441–1501 წწ.) იუბილე იყო, რომელიც თემურიდებთან დაახლოებული პირი იყო. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გათხრების რეალური მიზეზი, სამარხში ძვირფასი არტეფაქტების აღმოჩენის იმედი იყო. სამარხის გახსნა 21 ივნის, დილით დაიწყო და თითქოს რაღაც, უხილავი ძალა, ამ პროცესს, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. ჯერ იყო, და შუქი ჩაქრა, შემდეგ — ჯალამბარი გაფუჭდა. შესვენების დროს, სადილზე, კინოოპერატორი მალიკ კაიუმოვი, რომელიც ყველაფერს ფირზე აღბეჭდავდა, ახლომდებარე ჩაიხანაში წავიდა და იქ სამ მოხუცს შეხვდა. ერთ–ერთმა მას ხელნაწერი წიგნი აჩვენა. წიგნი არაბულ ენაზე იყო და მასში შემდეგი რამ ეწერა: «ვინც თემურლენგის სამარხს გახსნის — მეომრის სულს გაათავისუფლებს... და იქნება დიდი ხოცვა–ჟლეტა, ისეთი სისხლიანი და საშინელი, როგორიც სამყაროს არასდროს უნახავს».

მოგვიანებით გაირკვა, რომ წიგნი, ადგილობრივი ლეგენდების და ტრადიციების კრებულში, XVII ტომად იყო გამოცემული და გაფრთხილების მიუხედავად, თემურლენგის საფლავი მაინც გახსნეს. ხოლო, თემურლენგის თავის ქალა მოსკოვში შესასწავლად გაგზავნეს. 22 ივნის კი, დილით ადრე, გერმანია სსრ კავშირს თავს დაესხა.



ნეშტის დაბრუნება


კაიუმოვმა, ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, გაიხსენა, რომ 1942 წლის ოქტომბერში, რჟევის (ტვერის ოლქი, რუსეთი) ფრონტზე ყოფნისას, ჟუკოვთან შეხვედრა მოახერხა. მან მარშალი, თემურლენგის ნეშთის სამარხში დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნა... და თითქოს, ემირის თავის ქალის მავზოლეუმში დაბრუნების ბრძანება, თავად სტალინმა გასცა.

imageთემურიდების ყველა ნეშტი ადგილზე დააბრუნეს და თან, რელიგიური წესების დაცვით, დიდი პატივით დაკრძალეს. საბჭოთა ხელისუფლებამ, ამ ღონისძიების დასაფინანსებლად, მილიონი მანეთიც კი გამოყო. ხელახალი დაკრძალვა 1942 წლის 19–20 ნოემბერს ჩატარდა. სტალინგრადის ფრონტზე, წითელი არმია სწორედ მაშინ გადავიდა შეტევაზე და სამამულო ომის მსვლელობაში გარდატეხა მოხდა...

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა იყო და რომ ომი მაინც დაიწყებოდა, რადგან სსრ კავშირზე თავდასხმის გეგმა, ჰიტლერს 1940 წელს უკვე ჰქონდა. რაც შეეხება წითელი არმიის წარმატებას, არც ეს იყო გამორიცხული, რადგან ფიურერის არმია ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყო და ადრე, თუ გვიან, ომის მსვლელობაში, გარდატეხა მაინც მოხდებოდა. თუმცა, ვინ იცის...


თემურლენგის რეინკარნაცია


ზოგადად, ბევრი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ «ხალხების ბელადი» თემურლენგისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენდა... და მათ შორის მსგავსებაც ბევრი იყო:

1. თემურლენგს «რკინა» (თემირ–თურქულად, «რკინა») ერქვა, ხოლო სტალინის პარტიული ფსევდონიმი, «ფოლადს» («сталь» – ქართულად ფოლადი) ნიშნავს.

2. თემურლენგს ნეშტის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მას მარჯვენა ხელი და ფეხი ტრავმირებული, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა. ხოლო, ძვლები ცუდად იყო შეზრდილი.

დაზიანებული ჰქონდა ხელი სტალინსაც და ამ ნაკლს, ჩიბუხის ტარებით, ოსტატურად მალავდა.

3. თემურლენგი კოჭლი იყო.

სტალინს ფეხის თითები შეზრდილი ჰქონდა.

4. ორივე უაღრესად განათლებული იყო და რამდენიმე ენას ფლობდა.

5. ისინი უზარმაზარ ტერიტორიებს მართავდნენ, რომელიც მემკვიდრეობით არ მიუღიათ. ამასთან — გულმოწყალებით, არცერთი გამოირჩეოდა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ანდაზებით გადმოცემული ებრაული სიბრძნე

* NASA ამას წლების მანძილზე მალავდა...

* კაცი, რომელმაც ჰიტლერზე მეტი ადამიანი მოკლა, დავიწყებას მიეცა

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
213
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0