კინო ტოპ 5 ყველაზე პოპულარული ეროტიკული ფილმი საბჭოთა კავშირში 2017, 23 ივლისი, 18:22 1) ემანუელა(1974)-ფრანგული საკულტო ეროტიკული(ან მსუბუქი პორნოგრაფიული) ფილმი.სურათი ჯერ სამშობლოში იქცა სენსაციად შემდეგ კი დაიპყრო მთელი მსოფლიო, მაგალითად Columbia Pictures-მა პირველად ისტორიაში ოფიციალურად შეიძინა ამ ჟანრის ფილმი.
შედეგად ნახევარმილიონიანმა ბიუჯეტის ფილმმა 100 მილიონი მოგება მოიტანა და ბოლო ბოლო "რკინის ფარდაც" კი გაარღვია და საბჭოთა შავ ბაზარზე შეაღწია."ემანუელა" ყველას პირზე ეკერა და ფაქტიურად იგი იქცა ყველაზე ცნობილი ეროტიულ-პორნოგრაფული ხასიათის ფილმად საბჭოთა კავშირში.
შემდეგ იყო გაგრძელებები, სულ გადაიღეს 7 ფილმი.(ოფიციალურად)პირველ 5 ფილმში ითამაშა ჰოლანდიელმა სილვია კრისტელმა. 2)ბერძნული ლეღვის ხე-(1976, გერმანია)-მეგაჰიტი საბჭოთა ჯავშირში, ფაქტიურად უცნობი დასავლეთში და აშშ-ში. სიუჟეტის მიხედვით ლამაზი სტუდენტი გოგონა პატრიცია საბერძნეთში დასვენების შემდეგ მიუნხენში უნდა დაბრუნდეს, თუმცა თვითმფრინავის ბილეთს სხვას უთმობს, ამის შემდეგ იწყება მისი სექსუალური თავგადასავლები.მთავარ როლს ბეტი ვერჯე თამაშობს, რომლის შესახებაც ფაქტიურად არავითარი ინფორმაცია არ არსებობს, ითამაშა სულ 4 ფილმში. ანდრეი მაკარევიჩი(ჯგუფ "მაშინა ვრემენის" ლიდერი:"1980 წელს თბილისში ვიყავით, სტუმრად მიგვიწვიეს, გვითხრეს, რომ ახლა ტელევიზორს და ვიდეომაგნიტოფონს მოიტანდნენ.ვუყურეთ "ბერძნულ ლეღვის ხეს", შემდეგ მეორე ოჯახში დაგვპატიჟეს და იქაც იგივე ფილმი ჩაგვირთეს, შეგვეხათრა რომ გვეთქვა, რომ უკვე ნანახი გვქონდა..ასე, რომ 6-ჯერ ვნახე ეგ ფილმი, ზეპირად ვიცი." შეიქმნა კურიოზული სიტუაცია: 1988 წელს "ბერძნული ლეღვის ხე" საბჭოთა კავშირში ოფიციალურად დაუშვეს ვიდეოსალონებში, როცა პარალელურად რამდენიმე ადამიანი სასჯელს იხდიდა ამ ფილმის გავრცელების გამო. 3)კალიგულა-1979-(იტალია-აშშ)-ეროტიკულ ისტორიული დრამა, ანტიკური რომის იმპერატორის კალიგულას მმართველობაზე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც სასტიკი, ცბიერი და ცოდვილი ადამიანი. ფილმის გადაღება 17, 5 მილიონ დოლარი დაჯდა, ასტრონომიული თანხა იმ პერიოდისთვის, შიგა და შიგ პორნოგრაფიული სცენების გამო ფილმი დიდი სკანდალის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა აშშ-ს კონგაქირავებაში მაინც გაუშვეს და 23 მლნ. დოლარიც გამოიმუშავა. უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა საბჭოთა კინოკრიტიკოსების მხრიდანაც, რამაც მაყურებელში უკურეაქცია მოახდინა და გაამძაფრა ინტერესი მის მიმართ."აკრძალული ხილს"საბჭოთა მაყურებელი დაეწაფა და ძნელად მოიძებნებოდა ადამიანი იმ დროში, რომ ეს ფილმი ნანახი არ ჰქონოდა. 4)სამი შვედი რიპერბანადან(1980)-დასავლეთგერმანული ეროტიკული კომედია შვედ უფროსკლასელებზე, რომლებიც ჰამბურგის ქუჩებში ათასი თავგადასავლი გადახდებათ.ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა ვიდეოსალონებში. ეს ფილმი არაფრით გამორჩევა, საშუალოზე დაბალი დონისაა, მაგრამ ნათლად ასახავს იმ სიტუაციას, რომ საბჭოთა მაყურებლებისათვის არჩევანი ძალზე მწირი იყო და ნებისმიერი დასავალეთიდან მეკობრულად შემოტანილი და გამრავლებული ეროტიკული ხასიათის ვიდეოჩანაწერი მისთვის მოვლენა იყო. 5) სექსმისია(ახალი ამაზონები)-1984 პოლონეთი-სოციალისტური ბანაკის ეროტიკულ-ფანტასტიკურ-კომედიური ფილმი, რომლის მოქმედებას 50 წლის შემდეგ ხდება, რის მიხედვითაც ორი მამაკაცი სამეცნიერო ექპერიმენტის შედეგად ხვდებიან მომავალში, სადაც აღმოაჩენენ, რომ მამაკაცები, როგორც ასეთი გადაშენდენენ და აღარ არსებობენ, პლანეტა მხოლოდ ქალებითაა დასახლებული. ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაში გავიდა, თუმცა შეუცვალეს სახელწოდება("ახალი ამაზონები" დაარქვეს) და შეამოკლეს 25 წუთით, სადაც ეროტიკული სცენები ამოიღეს. იხილეთ აგრეთვე
20 ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი საბჭოთა კავშირში
10 ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი
მუსიკალური ნოსტალგია:რომელი უცხოური სიმღერები და შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?
3881 9-ს მოსწონს 1-ს არა
|