ჯანმრთელი კვება ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის- უმარტივესი და უგემრიელესი რეცეპტი 2017, 23 ივლისი, 11:02 ზამთრისთვის უამრავი დიასახლისი ინახავს საკვებ პროდუქტებს, პროდუქტების შენახვას კი სწორი მომზადება და კარგი რეცეპტი სჭირდება. წარმოგიდგენთ ბულგარული (ტკბილი წითელი წიწაკა) წიწაკის შენახვის რეცეპტს. თქვენ დაგჭირდებათ: 3კგ წიწაკა 2ცალი ხახვი 10 კბილი ნიორი 1ცალი წიწაკა მწარე 250გრ ზეთი 100მგ ვაშლის ძმარი მარილი გემოვნებით 1კოვზი შაქარი მომზადება: გარეცხილი ბულგარული წიწაკა მოათავსეთ ღუმელში 200გრადუსზე და მობრაწეთ, შემდეგ გამოიტანეთ გაზქურიდან და მოაშორეთ გარეკანი, დაჭერით ორად დაასხით ზეთი და მოთუშეთ ტაფაზე ხახვთან, ნიორთან და წიწაკას თან, გააციეთ და დააბლენდერეთ ან ხორცის მანქანაში გაატარეთ, გატარების შემდგომ კიდევ ერთხელ მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში, დაამატეთ ზეთი, შაქარი, ძმარი და მარილი. გადაიტანეთ ქილებში და მოხუფეთ. საინტერესო სტატიები: რა უნდა დავუმატოთ საზამთროს, რომ უფრო ტკბილი გახდეს კუჭ-ნაწლავის გამწმენდი უნიკალური საშუალება 1717 2-ს მოსწონს
|