საბუნებისმეტყველო ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგი ცურვას განაგრძობს 2017, 22 ივლისი, 16:29 ახალი დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ანტარქტიდაზე ლარსენის მყინვარი 12%-ით შემცირდა, რაც ლონდონზე 4-ჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტამ განაპირობა.
აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მისი ფართობი 5800 კვადრატული კილომეტრია. ამის შესახებ შეტყობინება პირველად ბრიტანეთის ანტარქტიდულმა პროექტმა MIDAS-მა გაავრცელა. დღეისათვის ლარსენ С ითვლება უდიდეს მყინვარად მსოფლიოში. ამ ფაქტს მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. პირველი ბზარი 2011 წელს შეამჩნიეს და მან ზრდა სწრაფად დაიწყო. ბზარი დაახლოებით 200 კმ-ზე გავრცლელდა. ერთი წლის წინ მეცნიერებმა საზოგადოებას აცნობეს: "ეს ბზარი იზრდება და საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი მთაავარი აისბერგისგან გამოიყოფა.." მათი თქმით, მას შემდეგ, რაც აისბერგი ცალკე ცურვას გააგრძელებს იგი შელფზე გადავა და დანაწევრებას დაიწყებს, ხოლო ლარესნი მთლიანად არ განადგურდება.მკვლევარების თქმით, უახლოს მომავალში იგივე ბედი ელის Larsen В-საც. ტედ სკამბოსი, წამყვანი მეცნიერი ეროვნულ მონაცემთა ცენტრში ამბობს, რომ მისი სისქიდან გამომდიანრე აუცილებელია, მისი მოძრაობის შესწავლა და მონიტორინგი, რაც უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამასობაში, სანამ მეცნიერები ამტკიცებენ, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი გიგანტური აიბერგი მოძრაობას განაგრძობს - რაც გლობალური დათბობისკენ მიგვანიშნებს და ეს პროცესები შესაძლოა მძიმე შედეგებამდეც მივიდეს. გლაციოლოგების თქმით ეს მოვლენა მთელი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანია და ათეულში შევიდა. უდიდეს მოვლენად ითვლება აისბერგ B-15-ის გამოყოფა 2000 წლის მარტში, რომლის ფართობიც 11 ათასი კვ.კმ იყო. 1954 წელს გავრცელდა ცნობა, იმის შესახებ, რომ ამერიკელთა ჯგუფს შემოხვდა 32 ათასი კვ.კმ ზომის უცნობი აისბერგი, ეს კი იმის გამო მოხდა, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა თანამგზავრი, რომლის მეშვეობითაც წინასწარ დაადასტურებდნენ მის არსებობას. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 614 2-ს მოსწონს
|