x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
5 გადაშენებული ცხოველი, რომლის გაცოცხლებას აპირებენ
image რას ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა გადაშენებული ჯიშის აღდგენა? იმის მიუხედავად, რომ კლონირება განვითარების სტადიაზეა, მეცნიერები თვლიან, რომ გადაშენებული
ჯიშის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია, იმისათვის რომ გააცოცხლონ გადაშენებული არსება, მეცნიერებისთვის საჭიროა მხოლოდ ამ არსების დაუზიანებელი დნმ-ს ნაწილი.
აქედან გამომდინარე რამდენიმე ჯიშს აქვს მეტი შანსი, რომ გააცოცხლონ. კარგ კანდიდატებად ითვლებიან შედარებით გვიან გადაშენებული ცხოველები, რომელთა გენეტიკური მასა ინახება მუზეუმებში.


5 გადაშენებული ცხოველი, რომლებიც გაცოცხლებას აპირებენ.



1. ბეწვიანი მამონტი - 2013 წლის დასაწყისში, იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ისინი აპირებენ მამონტის გაცოცხლებას
ახლო მომავალში შესაძლოა ვნახოთ გაცოცხლებული არსება, რომელსაც მოათავსებენ სპეციალურ ზოოპარკში და სავარაუდოდ გაცოცხლებული არსებების ზოოპარკს დაარქმევენ. მამონტი არის ძალიან კარგი კანდიდატი, რადგან არქტიკაში არის მათი ბევრი, ხელშეუხებელი გვამი, ასევე მამონტი არის სპილოს ახლო ნათესავი, მეცნიერების აზრით სპილომ უნდა შეძლოს მამონტის გაჩენა.

image2. სმილოდონი - იგივე ხმალკბილა კატა - მათი კბილების შემხედვარე ისმის კითხვა, აუცილებელია თუ არა მათი გაცოცხლება? ხმალკბილა კატა გადაშენდა 11 000 წლის წინ და მათი გვამები კარგად არის შენახული, რადგან ისინი ცხოვრობდნენ ცივ გარემოში, მისი ეშვების სიგრძე აღწევდა 28 სმ-ს ისინი რომ გამოეყენებინა ხმალკბილა კატას პირი უნდა გაეღო 120 გრადუსზე.


image3. მოა - უზარმაზარი ჩიტი მისი სიმაღლე აღწევდა 3.50 მეტრს, ოდესღაც იგი იყო ყველაზე დიდი ჩიტი დედამიწაზე, მოა გადაშენდა 600 წლის წინ, მისი ბუმბულის და კვერცხის პოვნა დღესაც შესაძლებელია, ამიტომ მისი გაცოცხლება შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდაა შესაძლებელი.

image4. ბეწვიანი მარტორქა - ბეწვიანი მამონტის გარდა არქტიკაში არსებობდა ბეწვიანი მარტორქა, რომელიც ასევე დაიღუპა დაახლოებით 10 000 წლის წინ და იქნა ნაპოვნი მისი რამდენიმე გვამი.

image5. გიგანტური ირემი - გიგანტური ირემს ჰქონდა 3.5 მეტრის სიგრძის რქები, სიმაღლით კი 3მ აღწევდა, იგი ასევე გადაშენდა დაახლოებით 10 000 წლის წინ, როგორც ბეწვიანი მარტორქა და მამონტი, სამივე არსება გადაშენდა დიდი გამყინვარების შედეგად, მისი გვამი ნაპოვნია და გაცოცხლების სიაში არის ერთ-ერთი პირველი.

image


წყარო: "საინტერესო ფაქტები"

ვიდეო:

4
2457
10-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
2457
  
2017, 3 აგვისტო, 21:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 12 ოქტომბერი, 22:41
რა კარგი თემაა
2016, 12 ოქტომბერი, 16:41
კარგი სტატიაა
0 1 4