![ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური
აისბერგი ცურვას განაგრძობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017072216241776410.jpg)
ახალი დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ანტარქტიდაზე ლარსენის მყინვარი 12%-ით შემცირდა, რაც ლონდონზე 4-ჯერ დიდი აისბერგის მოწყვეტამ განაპირობა.
აისბერგი ტრილიონ ტონას იწონის, მისი ფართობი 5800 კვადრატული კილომეტრია.
ამის შესახებ შეტყობინება პირველად ბრიტანეთის ანტარქტიდულმა პროექტმა MIDAS-მა გაავრცელა.
დღეისათვის ლარსენ С ითვლება უდიდეს მყინვარად მსოფლიოში.
ამ ფაქტს მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. პირველი ბზარი 2011 წელს შეამჩნიეს და მან ზრდა სწრაფად დაიწყო. ბზარი დაახლოებით 200 კმ-ზე გავრცლელდა.
ერთი წლის წინ მეცნიერებმა საზოგადოებას აცნობეს:
"ეს ბზარი იზრდება და საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი მთაავარი აისბერგისგან გამოიყოფა.."
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც აისბერგი ცალკე ცურვას გააგრძელებს იგი შელფზე გადავა და დანაწევრებას დაიწყებს, ხოლო ლარესნი მთლიანად არ განადგურდება.მკვლევარების თქმით, უახლოს მომავალში იგივე ბედი ელის Larsen В-საც.
![ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური
აისბერგი ცურვას განაგრძობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017072216272976410.jpg)
ტედ სკამბოსი, წამყვანი მეცნიერი ეროვნულ მონაცემთა ცენტრში ამბობს, რომ მისი სისქიდან გამომდიანრე აუცილებელია, მისი მოძრაობის შესწავლა და მონიტორინგი, რაც უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ამასობაში, სანამ მეცნიერები ამტკიცებენ, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი გიგანტური აიბერგი მოძრაობას განაგრძობს - რაც გლობალური დათბობისკენ მიგვანიშნებს და ეს პროცესები შესაძლოა მძიმე შედეგებამდეც მივიდეს.
![ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური
აისბერგი ცურვას განაგრძობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017072216273976410.jpg)
გლაციოლოგების თქმით ეს მოვლენა მთელი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანია და ათეულში შევიდა.
![ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური
აისბერგი ცურვას განაგრძობს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201707/2017072216274776410.jpg)
უდიდეს მოვლენად ითვლება აისბერგ B-15-ის გამოყოფა 2000 წლის მარტში, რომლის ფართობიც 11 ათასი კვ.კმ იყო.
1954 წელს გავრცელდა ცნობა, იმის შესახებ, რომ ამერიკელთა ჯგუფს შემოხვდა 32 ათასი კვ.კმ ზომის უცნობი აისბერგი, ეს კი იმის გამო მოხდა, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა თანამგზავრი, რომლის მეშვეობითაც წინასწარ დაადასტურებდნენ მის არსებობას.
ასევე დაგაინტერესებთ სტატიები
1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ!
2 - თუ თირკმელებში დაგროვილი ქვები გტანჯავთ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება
3 - ამ ხორცზე უარესს ვერსად ვერ ნახავთ! აუცილებლად ამოიღეთ ის თქვენი კვების რაციონიდან
4 - ამიერიდან მომსახურების გაწევის შეთავაზებისას და რეკლამირებისას ფასი ლარებში იქნება გამოხატული
5 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია
6 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!
7 - რამდენად ჭკვიანი ხართ და შეძლებთ თუ არა ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით კვადრატის მიღებას
8 - შვილის საფლავზე მისულ დედას იქ უცნობი ქალი დახვდა. ეს ამბავი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე!
9 - ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლის შესახებაც ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ!
10 - გაფრთხილება ქალებს! ეს გოგონა სიკვდილს გადაურჩა, ყველაფერი კი თმის საღებავის ბრალი იყო