x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნარკომანები და ჰომოსექსუალები ჰიტლერულ გერმანიაში
imageდიდი ხანია ასეთი ლეგენდა დადის ხალხში, რომ თითქოსდა ადოლფ ჰიტლერმა ჰომოსექსუალები და ნარკომანები ვითომდა ნარკოტიკის გადაცემის მიზნით ყველა შეკრიბა, შემდეგ ყველას თავი ერთად მოუყარა გემზე და ზღვაში ჩაძირა.სინამდვილეში როგორი იყო ფიურერის დამოკიდებულება ნარკოტიკებთან, ნარკომანებთან და ჰომოსექსუალებთან?ამას ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გაეცნობით.



გერმანია აქტიური ექსპორტიორი იყო მორფის და კოკაინის, რომელიც ნებისმიერ კუთხეში შეგეძლოთ შეგეძინათ. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 1933 წელს მაშინვე აიკრძალა "უზნეო შხამი", ვინც ნარკოტიკებს იყენებდა სიგიჟემდე მისულ დამნაშავეებს უწოდებდნენ და მათ სახელმწიფო ანადგურებდა სასიკვდილო ინექციით ან და კონცლაგერებში აგზავნიდა.

ამასათანავე ნარკოტიკების გამოყენება ებრაელებთან ასოცირდებოდა.რასობრივი წმენდის ფაბულა ასეთი იყო:ებრაელები თავის ბუნებით ნარკოდამოკიდებული არიან.გერმანიაში ერთიც და მეორეც უნდა ამოძირკვულიყო.


სამაგიეროდ რამდენიმე ნარკოტიკს აქტიურ პროპაგანდას უწევდა ნაცისტური გერმანია.



ბერლინის კომპანია"ტემლერის" მთავარმა ქიმიკოსმა ფრიც ჰაუშილდმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო წარმატებით გამოყენებული ამერიკული ამფიტამინი "ბენდეზინით", რომელიც ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე გამოიყენეს 1936 წელს, დაიწყო ახალი პრეპარატი-სასწაულის შექმნა და ერთი წლის შემდეგ პატენტიც დაამტკიცა.


ასე გამოჩნდა ბაზარზე პირველი გერმანული ამფიტამინი "პერვიტინი". პრეპარატი მალე იქცა სენსაციად, იგი აძლიერებდა თავდაჯერებულობას და ამაღლებდა შრომისუნარიანობას.მას იყენებდა ყველა:მდივნებიდან და მსახიობებიდან დაწყებული მატარებლის მემანქანეებით დამთავრებული.ის საკონდიტრო ნაწარმშიდაც კი გამოიყენებოდა:"შოკოლადი ''ჰილდერბრანდი"-მუდმივი სიამოვნება"-იუწყებოდა სარეკლამო სლოგანი.

image

ქალებს რეკომენდაციას აძევდნენ მიეღოთ ორი-სამი ტაბლეტი, რის შემდეგაც მათ შეეძლოთ თვალის დახამხამებაში შეესრულებინათ ნებისმიერი საოჯახო საქმე, ამასთანავე პრეპარატი ქალს გახდომაშიც ეხმარებოდა., რადგან მადის დაქვეითებას უწყობდა ხელს.


image


1940 წელს საფრანგეთში შეჭრის შემდეგ სამხედრო ექიმებს დაევალათ "მასტიმულირებელი პრეპარატების" გაწერა, რომელიც ჯარისკაცებს უნდა მიეღოთ.თავიდან ერთი ტაბლეტი დღის დღის განმავლობაში, ღამის განმავლობაში ორი, შემდეგ კი ყოვედღე 2-3 საათში თითო აბი.


ვერმახტმა 35 მილიონი ტაბლეტის შეკვეთა მისცა ჯარისა და ლიუფტვაფესათვის, ხოლო ფაბრიკა "ტემლერმა" ლამისაა ათმაგად გაზარდა წარმოება.


რაც შეეხება თავად ჰიტლერს.ფიურერის პირადი ექიმის ტეო მორელის ჩანაწერების გაცნობისას, რომელიც გერმანიის ფედერალური და ნაწილი ამერიკის ნაციონალურ არქივში ინახება სრულიად დამაჯერებლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჰიტლერი ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო, განსაკუთრებით უხვი რაოდენობოთ სტეროიდებს და ჰორმონებს ფიურერი 1941 წლის შემდეგ იღებდა.


image

ფოტოზე: ჰიტლერის პირადი ექიმი ტეო მორელი(ევა ბრაუნის ფოტო)




ფიურერი 74 დასახელების პრეპარატს იღებდა, მათ შორის იყო მეტამფიტამინები და სტეროიდები.


"1941 წლის აპრილიდან დაწყებული 1945 წლამდე პირადი ექიმი ყოველდღე უნიშნავდა პრეპარატებს ჰიტლერს.არსებობს მორელის 885 დღის ჩანაწერი 1349 დღიდან.1100 ჩანაწერში მოხსენიებულია მედიკამენტები, ხოლო 800-ჯერ ინექცია"–აღნიშნავს გერმანელი ისტორიკოსი ნორმან ორელი, ავტორი წიგნისა:"ნარკოტიკების გამოყენება ნაცისტურ გერმანიაში".


რაც შეეხება ჰომოსექსულებს და ლესბოსელებს.1933 წლიდანვე დაიწყო ბრძოლა მორალისთვის, რაც გამოიხატებოდა ჰომოსექუალური სუბკულტურის სრულ განადგურებას და აქტიურ ანტიჰომოსექსუალურ პროპაგანდას.პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰიტლერმა 1935 წელს გადადგა, როდესაც "175 პარაგრაფი" გაამკაცრა და ერთსქესიანთა სქესობრივი კავშირი კრიმინალურ დანაშაულად ჩათვალა. მასზე სისხლის სამართლებლივი დევნა დაიწყო.


1940 წლიდან მოყოლებული გარყვნილი ქმედებისთვის დაისაჯა 50 000 მამაკაცი, მათ შორის 4 000 მოზარდი, 10-15 ათასამდე საკონცეტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს, ნაწილი ევთნაზიის პროგრამაში მოყვა, ნაწილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში აღმოხდათ სული.ჰომოსექსუალიზმში შემჩნეული ჯარისკაცები სამხედრო ტრიბუნალმა ნაწილი ჩამოახრჩო, ნაწილი კი საჯარიმო ბატალიონებში გაამწესეს.


მესამე რეიხში სექსუალური უმცირესობებზე მასალების კვლევა დღესაც მიმდინარეობს.

image


ფოტოზე: სექსუალური უმცირესობის მსხვერპლთა საპატიო დაფა მოაბიტის რაიონში(ბერლინი)




მოამზადა არაჩანდამ

2
992
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
992
  
ჰიტლერმა დაამახინჯა ნიცშეს იდეები. რას ერჩოდა ნეტა ჰომოებს.
მეჯავრება ჰიტლერი.
0 1 2