იარაღი და ტექნიკა 10 ყველაზე საშიში ცეცხლსასროლი იარაღი 2017, 19 ივლისი, 0:36 სამწუხაროდ კაცობრიობა გამუდმებით ცდილობს გააუმჯობესოს შეიარაღება, უფრო თანამედროვე და ძლიერი გახადოს.
გთავაზობთ ყველაზე საშიში თანამედროვე, დამანგრეველი ძალის იარაღების მიმოხილვას.
10. ავტომატ–ტყვიამფრქვევი უზი 9 მილიმეტრიანი ავტომატ–ტყვიამფრქვევი უზი არ ჩამოუვარდება სიძლიერით დიდი ზომის ავტომატებს. თავისი პატარა ზომის გამო ძალიან მოსახერხებელია მისი გამოყენება. თავისი ფუნქციონალურობით, მობილურობითა და სროლის მაღალი ტემპის გამო, ზნელია ვინმემ მეტოქეობა გაუწიოს. 9. პისტოლეტი M–1911 ხშირად იყენებდნენ მაფიოზური გარჩევების დროს. აგერ უკვე 50 წელია კრიმინალების საყვარელი იარაღია. პისტოლეტს ფანარი და პატარა ოპტიკური სამიზნე აქვს. ხშირად იყენებენ ქილერებიც. 45 კალიბრის პისტოლეტი თითქმის უხმაუროდ ისვრის. 8. ხელის ტყვიამფრქვევი მგ 4 45 კალიბრის ხელის ტყვიამფრქვევი მგ 4 ადამიანის მიერ გამოგონილი ერთერთი ყველაზე საშიში იარაღია. წუთში 770 ტყვიას ისვრის. სპეციალური სადგამი საშუალებას იძლევა ნებისმიერ ტექნიკაზე დავდგათ მოხერხებული სროლისათვის. 7. კალაშნიკოვის ავტომატი აკ–47 თავისი ისტორიის მანძილზე ამ ავტომატმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წუთში 600 ტყვიას გაისვრის. 6. 45 კალიბრის პისტოლეტი Glock, 45G.A.P. დიდი პოპულარობით სარგებლობს სპეციალისტებში. თავისი კომპაქტური ზომების მიუხედავად ძალიან ძლიერი, ზუსტი, ფუნქციალური და საიმედო იარაღია. 5. ავტომატი HK416 A5 ამ ავტომატის სროლა ხელთათმანებითაც შეიძლება, აღჭურვილია ღამის ხედვის სამიზნით და სროლის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. 4. პისტოლეტი DE50SRMMB ერთერთი ყველაზე საშიში პისტოლეტია, მის ტყვიას შეუძლია ნებისმიერი ნივთი ათას ნაკუწად აქციოს. ყველა გასროლა სასიკვდილოა – მსხვერპლს გადარჩენის შანსი არა აქვს. 3. რევოლვერი Smith&Wesson უმაღლესი ხარისხის, საკმაოდ ძლიერი იარაღია. გამოიყენება პოლიციის მიერ, აგრეთვე ნადირობისას და სპორტული სროლის დროს. 2. მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AS50 ის შეიძლება განვიხილოთ როგორც მომავლის იარაღი. ახასიათებს საუკეთესო სიზუსტე და სიმძლავრე . 1 შაშხანა Tracking Point დღესდღეობით ყველაზე საუკეთესო ცეცხსასროლ იარაღად ითვლება მსოფლიოში. მისი ღირებულება 22 000 დოლარია, ამიტომ მისი შეძენა ყველას არ შეუძლია. მას ლაზერული სამიზნე და კომპიუტერი აქვს, რომელიც მსხვერპლს უთვალთვალებს და თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას გასროლის შესახებ. კომპიუტერი WI-FI ზე დაყრდნობით მუშაობს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შაშხანიდან სატელეფონო ზარის განხორციელებაც შეიძლება. 1433 შეფასება არ არის
|