თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, 19 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით გოგონას ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ანა ხელაძე დეიდის სახლში, თავის ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა. გოგონა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაქულტეტის სტუდენტი იყო. მისი ცხედარი ამ დროისთვის უკვე პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. სამართალდამცავებმა ფოთში მის მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაკავებულია მოკლულის ბიძაშვილი, რობერტ ახალაია, რომელიც ამ დრომდე გაუჩინარებული იყო და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. "კურიერს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომ რობერტ ახალაია პოლიციას თავისით ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა. ოჯახის წევრების თქმით, ანაც და რობერტიც წარჩინებული სტუდენტები იყვნენ. ანა ფარიკაობითაც იყო გატაცებული. მკველელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ისჯება.